ივან რაკიტიჩმა ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდს, „ბარსელონას”, გოლი გაუტანა, მაგრამ არ იზეიმა — „სევილიამ” „ბლაუგრანას” 2:0 მოუგო.
კატალონიური პრესა შიშობს, რომ მათმა გუნდმა შესაძლოა ეს ანგარიში ვეღარც შემოატრიალოს და ორივე გოლს სამუელ უმტიტის აბრალებს. ფრანგს კოშმარული საღამო ჰქონდა, თუმცა მთლიანობაში გუნდმაც საზიზღრად ითამაშაო.
შეხვედრის დასაწყისში სევილიელთა მაროკოელმა მეკარე ბონომ ფაქტობრივად პირისპირ შესულ მესის არ გაატანინა, რაც, რასაკვირველია, გამორჩეული მომენტი იყო. ამის შემდეგ კი ფრანგმა მცველმა ჟიულ კუნდემ ანგარიში გახსნა.
ამ გოლში მოულოდნელი ის კი არ იყო, რომ მცველმა შეაგდო — მცველებს არც ისე იშვიათად გააქვთ, — არამედ ის, თუ როგორ გაიტანა მან. ჩვეულებრივ, მცველები ან ჯარიმას არტყამენ ან კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით გზავნიან კარში. ფრანგმა სხვა გზა აირჩია: მან შესანიშნავი დრიბლინგით ჩაუქროლა ანტუან გრიზმანს, სერხიო ბუსკეტსსა და ზემოთ უკვე გაკრიტიკებულ უმტიტის, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა, რაც შეგიძლიათ ვიდეოზე ნახოთ.
რასაკვირველია, ჩამოთვლილ სამეულს კუნდეს გაჩერება მართებდა, მაგრამ დაბნეულები ჩანდნენ.
შემდეგ, ბონომ მესის ერთი-ორი კიდევ აუღო, მაგრამ თავში ნახსენები კატალონიური პრესა წერს, რომ „ბარსამ” ცუდად ითამაშა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ სევილიელთა კართან სწორედაც ერთი-ორი მომენტი შეიქმნა, მეტი კი არა.
„სევილია” კი პირიქით, კარგად იყო დაქოქილი, რაც, რასაკვირველია, მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის დამსახურებაა.
ხოლო, 85-ე წუთზე რაკიტიჩმა მარცხენა ფრთიდან სივრცე იპოვა, შევარდა და ძლიერი დარტყმით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
