ძვირადღირებულმა ტრანსფერებმა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა მილანის „ინტერი“ ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ახლა ისინი გამალებით ეძებენ 146 მილიონიან ინვესტიციას, რომელმაც შეიძლება ზაფხულისთვის კონკურენტუნარიან კლუბად დატოვოს.
ინტერელთა კრიზისი იმანაც გააღრმავა, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა პირწმინდად ჩააგდო ევროსეზონი. ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდა.
კლუბის ამჟამინდელმა მფლობელმა, სტივენ ჟანგმა „ინტერი“ 2016 წელს შეიძინა 235 მილიონ გირვანქად და მას შემდეგ ბევრი მილიონი დახარჯა სატრანსფერო ბაზარზე. მაგალითად, რომელუ ლუკაკუში 2019 წელს კლუბისთვის სარეკორდო 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, BC Partners-მა კლუბის ჩინელ მფლობელებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, ფასზე ვერ მოილაპარაკეს. თუ ასე გაგრძელდა, „ინტერს ახლო მომავალში კარგი დღე არ ელის.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
