ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ლიდერმა „რუსთავმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით გაუსწრო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ (თუმცა კონკურენტებმა, „დინამომ“ და „იბერიამ“ ნაკლები მატჩები ჩაატარეს). გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად „დავით პეტრიაშვილზე“ უშანსოდ დაამარცხა „გაგრა“ 3:0.
წლეულს რუსთაველები მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და დამსახურებულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. არადა შარშან ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდნენ.
აქამდე რუსთაველები ორჯერ ყოფილან ქვეყნის ჩემპიონები 2006/07 და 2009/10 წლებში, თუმცა მაშინ გუნდს „მეტალურგი“ ერქვა, ეროვნულ ლიგას კი – უმაღლესი ლიგა.
ჩემპიონის ტიტული აქვს 51 წლის ცეცაძესაც, მან 2016 წელს „სამტრედიას“ მოაგებინა ოქროს მედლები.
საინტერესო შეხვედრა გამოდგა „მიხეილ მესხი 2-ზე,“ სადაც „სპაერი“ „სამგურალს“ 3:1 უგებდა, საბოლოოდ კი 3:4 დამარცხდა. ახლა „სპაერმა“ 23 ქულა მოაგროვა და პლეი-აუტის ზონაში, მეცხრე ადგილზეა. 31-ქულიანი „სამგურალი“ კი მეექვსეზე დგას.

გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „დილა“ 90-ე წუთამდე 2:0 ამარცხებდა „ტორპედოს,“ მაგრამ ქუთაისელები არ დანებდნენ და დამატებულ წუთებში ორი ბურთი გაიტანეს, განსაკუთრებით ლამაზი გიორგი არაბიძის გოლი გა მოდგა, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა. გიორგიმ საჯარიმოს გარედან ცხრიანში გაიტანა, ბურთი ჯერ მარცხენა ძელს მოხვდა და ისე შევიდა კარში. მანამდე კი არაბიძის პასით კომნენ ანდრიჩმა შეაგდო ეფექტური თავური. ეს სერბი შემტევის მე-9 გოლი გახლდათ წლევანდელ სეზონში და ამ მაჩვენებლით ის ბათუმელ მანდრჩენკოსა და სამგურალელ ველისოლს გაუთანაბრდა. მის ორ საგოლე გადაცემასაც თუ დავუმატებთ, ახლა ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. არაბიძეს კი 6 გოლი და ლიგაში ყველზე მეტი – 10 ასისტი მოუგროვდა.
31-ქულიანი „ტორპედო“ მეხუთე ადგილზეა, „დილას“ კი 30 ქულა აქვს, მეშვიდე საფეხურზე დგას და ერთი პუნქტით უსწრებს პლეი-აუტის ზონას.
მეშახტე 0:1 ბათუმი
0:1 მარა (23)
სპაერი 3:4 სამგურალი
0:1 კრასოვსკი (1), 1:1 კოხრეიძე (11), 2:1 ასკურავა (42), 3:1 ცეცხლაძე (45+1), 3:2 ბუნტური (53 საკ. კარში), 3:3 ბიძინაშვილი (69), 3:4 სირაძე (70)
დილა 2:2 ტორპედო
1:0 კანტე (24), 2:0 გოგობერიშვილი (77), 2:1 ანდრიჩი (90+1), 2:2 არაბიძე (90+5)
რუსთავი 3:0 გაგრა
1:0 ვორობეი (56 საკ. კარში), 2:0 კესი (85), 3:0 ოლივეირა (90+4)
იბერია – დინამო 4 ოქტომბერს გაიმართება
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
