ეროვნული ლიგის 26-ე ტურს გათამაშების ცხრილში ცვლილება არ შეუტანია. ლიდერ-აუტსაიდერი, ყველა თავის ადგილზე დარჩა. „ბათუმმა“ შეწყვიტა ზედიზედ ხუთგამარჯვებანი სერია. ამჯერადაც იგებდა გორში, მაგრამ მათი ლუქსემბურგელი მცველის ენეს მაჰმუტოვიჩის საკუთარ კარში გატანილმა ბურთმა ზღვისპირელებს ქულები დააკარგვინა. ლიდერმა „რუსთავმა“ ბოლო ოთხ ტურში პირველად გაიმარჯვა. მეტოქედ აუტსაიდერი „მეშახტე“ ჰყვავდა. ერთადერთი და ლამაზი გოლი კი 21 წლის ლუკა პარკაძემ...
ჭდე: გიორგი არაბიძე
არაბიძის შედევრი
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ლიდერმა „რუსთავმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით გაუსწრო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ (თუმცა კონკურენტებმა, „დინამომ“ და „იბერიამ“ ნაკლები მატჩები ჩაატარეს). გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად „დავით პეტრიაშვილზე“ უშანსოდ დაამარცხა „გაგრა“ 3:0. წლეულს რუსთაველები მართლაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და დამსახურებულად უდგანან სატურნირო...
ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ტორპედომ“ კლასიკოში 1:0 მოუგო „დინამოს“, ლიდერმა „იბერიამ“ კი „სამგურალთან“ წააგო სტუმრად 2:3 და ახლა უშუალო მდევარ ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა. სასიამოვნო ის იყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრებს მაყურებელი ემატება. კლასიკოს წინ „დინამო არანას“ სალაროებთან მცირე რიგებიც კი...
წაუგებელი აღარავინაა
ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ...
წაუგებელი მხოლოდ ბათუმია
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან...
დედა, რა იყო ეს?!
ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...
გოლი კუთხურიდან ლორიას გაძევებით
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ უდანაკაგო მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი „ბათუმია.“ ზღვისპირელებს 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ – 4 თამაში, 4 მოგება. ამჯერად მათ „თელავი“ დაამარცხეს სტუმრად დავით მუჯირის გოლით. პირველად დამარცხდა გორის „დილა.“ გორელებმა „ტოპედოსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს. ქუთაისელებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვეს. მათმა ლიდერმა გიორგი არაბიძემ კი ულამაზესი ბურთი გაიტანა. ეფექტური გამოდგა 21 წლის...
დებიუტანტები, გოლები და წითელები
1-3 მარტს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. შესრულდა ერთი დუბლი. ოთხი ფეხბურთელი გააძევეს და ერთიც ავტოგოლი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისის „ტორპედომ“ იმარჯვა. სტივ კინის შეგირდებმა „სამტრედიას“ 4:1 მოუგეს და პირველ ადგილზე დადგნენ. დუბლი შეასრულა ქუთაისელთა ნორვეგიელმა ახალწვეულმა ბიორნ იონსენმა. ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გიორგი არაბიძემ გაიტანა. დაფიქსირდა სეზონის პირველი ავტოგოლიც,...
400 და ჰეთ-თრიქი
მეოთხე წრის პირველი (ჯამში – 28) ტური უხვგოლიანი გამოდგა. 21 ბურთი გავიდა და ერთით ჩამორჩა სარეკორდო 22-ს რომელიც ფეხბურთელებმა მე-14 და 24-ე სათამაშო დღეებში გაიტანეს. სეზონის მე-400 გოლის ავტორი დანიელი ალექსანდერ იაკობსენი გახდა, რომელმაც „შუქურას“ პენალტით გაუტანა 69-ე წუთზე. ამავე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიითვალა გიორგი წიტაიშვილმა. ეს გიორგის პირველი სამგოლაა ეროვნულ ჩემპიონატში. „ბათუმმა“ კი 6:0 სძლია...
ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...









