სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა.

ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა.

სამგურალი – რუსთავი 2:1. მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს

ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში. მანამადე მათ სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

მარცხის მიუხედავად „სპაერი“ 9 ქულით კვლავ ლიდერად დარჩა.

მეორე ადგილზე 8-ქულიანი „სამგურალია,“ რომელმაც „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა, თუმცა  თავიდან აგებდა. ეს გიორგი ონიანის გუნდის პირველი საშინაო გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში.

მესამე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი „იბერიაა,“ რომელმაც მძიმე მატჩში დაამარცხა „დავით პეტრიაშვილზე“ აუტსაიდერი „გაგრა.“

ახლა „იბერიას“ 7 ქულა მოუგროვდა, თუმცა პირველ-მეორეადგილოსნებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.

შარშანდელმა ვიცე-ჩემპიომა „დილამ“ თბილისის „დინამოს“ მოუგო სტუმრად 2:1 „ტორპედომ“ კი იმერულ დერბიში დამაჯერებლად სძლია დებიუტანტ „მეშახტეს“ – 3:0. ქუთაისელთაგან გიორგი არაბიძე გამოირჩა, რომელმაც გოლს საგოლე პასიც დაამატა.

სამგურალი 2:1 რუსთავი

0:1 ალმეიდა (42), 1:1 ნიკა ხორხელი (51), 2:1 ველისოლი (80 პენ)

დინამო 1:2 დილა

0:1 მენთეშაშვილი (20), 1:1 გვასალია (45+2), 1:2 მუსელიანი (57)

ბათუმი 4:1 სპაერი

1:0 კალანდარიშვილი (4), 2:0, 3:0 მანდრიჩენკო (11, 14), 1:3 გეგიაძე (31), 4:1 მარა (57)

გაგრა 1:2 იბერია

0:1 ქარდავა (9),1:1 მუჯირი (45+1),1:2 გოშთელიანი (69)

ტორპედო 3:0 მეშახტე

1:0 დეისაძე (17), 2:0 არაბიძე (51), 3:0 პირესი (58)