სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან...
