სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან...
ჭდე: გიორგი ონიანი
აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა
ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი ქულით გაუსწრეს გია გეგუჩაძის შეგირდებს. ახლა „დილას“ 53 ქულა აქვს, „იბერიას“ – 52. „იბერიამ“ წლევანდელ სეზონში...
დეჟავიუ
დეჟავიუ ფრანგული სიტყვაა და „უკვე ნანახს“ ნიშნავს. ეს სიტყვა ბოლო წლებში ზუსტად შეესაბამება ჩვენ შინაურ ფეხბურთს: ეროვნულ ჩემპიონატში საზაფხულო შესვენება ცხადდება, ჩვენი კლუბები ევროთასების გათამაშებაში ერთვებიან და ისევ უსირცხვილოდ ვარდებიან. ერთი გორის „დილა“ შემოგვრჩა და მისი იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ გადაიდო გორელთა მე-19 ტურის საშინაო მატჩი „დინამოსთან.“ ანდრი დემჩენკოს გუნდი ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, კონფერენციის ლიგის...


