Breaking News

აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები და ტექსტი გამოსახულება
ტორპედო 6:2 სამგურალი

ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი ქულით გაუსწრეს გია გეგუჩაძის შეგირდებს. ახლა „დილას“ 53 ქულა აქვს, „იბერიას“ – 52.

„იბერიამ“ წლევანდელ სეზონში სულ ორჯერ წააგო და ორივე შინ, გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იყო. პირველად „თელავთან“ 3 აგვისტოს 2:3 დათმო, მე-19 ტურში.

ფინანსურ კრიზისში მყოფი „ბათუმი“ გორს ესტუმრა და მე-13 წუთზე უკვე უმცირესობაში დარჩა. დმიტრი მანდრიჩენკო უხეშობისთვის გააძევეს. მეორე წითელი კი ცოტა კურიოზული გამოდგა. დაშავებულ ხოზრევანიძეს ექიმები დახმარებას მინდვრის მიღმა უჩენდნენ, შემდეგ ის მსაჯის დაუკითხავად დაბრუნდა მოედანზე და მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, რომელიც ავტომატურად გადაიზარდა წითელში.

„დინამომ“ შინ წააგო „გაგრასთან“ – 0:1. გაგრელებმა გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანეს პენალტით. ეს „გაგრას“ ზედიზედ მეოთხე მოგება გახლდათ ელიგაში. გიორგი ონიანის შეგირდებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა.

„ტორპედომ“ „იმერულ დერბიში“ „სამგურალს“ 6:2 მოუგო და მეოთხე ადგილზე დადგა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ტორპედოელთა აკადემიის აღზრდილმა 19 წლის ალეკო ბასილაძემ. ეს მეორე სამგოლა გახლავთ მიმდინარე სეზონში. პირველი გორელმა შოთა შეყილაძემ შეასრულა მე-5 ტურში. ამავე მატჩში დუბლი მიითვალა წყალტუბოელმა გიორგი ფანცულაიამ. ეს გიორგის მესამე ორგოლაა მიმდინარე სეზონში.

 დინამო 0:1 გაგრა

0:1 ვანდერსონ სილვა (90+4 პენ)

გაძევება: ასუნსეუ (45)

თელავი 0:0 გარეჯი

ტორპედო 6:2 სამგურალი

1:0 შერიფი (6), 2:0 ბასილაძე (36), 2:1 ფანცულაია (39), 3:1 ბასილაძე (45+4), 4:1 პირესი (49 პენ), 5:1 ბასილაძე (54), 5:2 ფანცულაია (86 პენ), 6:2 ზიტა (90+2)

გაძევება: რიანი (33) – სამგურალი

იბერია 0:2 კოლხეთი

0:1 კაპანაძე (73), 0:2 ფაღავა  (90+1)

დილა 2:0 ბათუმი

1:0 ანდრონიკაშვილი (85 პენ), 2:0 ხლაიხალი (90+8)

გაძევება: მანდრიჩენკო (13), ხოზრევანიძე (66) – ორივე ბათუმი

 

 

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.