ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ყველა მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. 27-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. „დილამ“ კაცნაკლულ „დინამოსთან“ 0:2 წააგო. ეს გორელების პირველი მარცხი გახლდათ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ. გორელების უახლოესმა მდევარმა „იბერიამ“ კი 3:1 მოუგო „გაგრას.“ ახლა გორელებს 59 ქულა მოუგროვდათ და გათამაშების ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად...
ჭდე: გია გეგუჩაძე
გოცირიძის დუბლი და 300
ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა… „იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით ჩამორჩა. გორელებმა შინ „სამგურალს“ 2:1 მოუგეს. საინტერესოა, რომ „დილამ“ ბოლო 11 მატჩიდან ათჯერ გაიმარჯვა. წყალტუბოელები...
აუტსაიდერმა ლიდერი შეცვალა
ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილება მოხდა, გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. აქამდე მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ პირველობა არავისთვის დაუთმია, ამჯერად კი აუტსაიდერ „კოლხეთთან“ შინ 0:2 დამარცხდა, გორელებმა კი საკუთარ მოედანზე ასეთივე ანგარიშით სძლიეს ორკაცნაკლულ „ბათუმს“ და ერთი ქულით გაუსწრეს გია გეგუჩაძის შეგირდებს. ახლა „დილას“ 53 ქულა აქვს, „იბერიას“ – 52. „იბერიამ“ წლევანდელ სეზონში...
ექვსქულიანების ტური
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო საინტერესო, შეძლებდა თუ არა „დილა“ გალიდერებას. მაგრამ ყველაფერი საპირისპროდ მოხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა ექვსი უპასუხო...
გორის მწვრთნელი ბათუმში
გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჩანს, „ბათუმმა“ ახალი მწვრთნელი გორში იპოვა – ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ თითქმის გადაწყვეტილია მწვრთნელად უკრაინელი ანდრი დემჩენკოს დანიშვნა, ვინც დღემდე „დილას“ თავკაცი გახლავთ… ეს ამბავი გორელებისთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ისინი გაკვირვებულნი არიან ცალკე ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადებით, ცალკე დემჩენკოს ქცევით. რა და როგორ არის, კლუბებსა და მწვრთნელს შორის დეტალურად რა...
ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
გეგუჩაძემ ბათუმი დატოვა
გია გეგუჩაძემ „ბათუმიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გეგუჩაძემ „სამტრედიასთან“ (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, გადაწყვეტილება ფეხბურთელებს გასახდელში აცნობა. გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. ბათუმელი გულშემატკივარი გეგუჩაძის გაშვებას ევროსარბიელზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ითხოვდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მწვრთნელი სეზონის ბოლომდე დატოვა და განაცხადა, რომ თუ ჩემპიონები გახდებოდნენ, გეგუჩაძის მუშაობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლებოდა. საპასუხოდ,...
დეჟავიუ
დეჟავიუ ფრანგული სიტყვაა და „უკვე ნანახს“ ნიშნავს. ეს სიტყვა ბოლო წლებში ზუსტად შეესაბამება ჩვენ შინაურ ფეხბურთს: ეროვნულ ჩემპიონატში საზაფხულო შესვენება ცხადდება, ჩვენი კლუბები ევროთასების გათამაშებაში ერთვებიან და ისევ უსირცხვილოდ ვარდებიან. ერთი გორის „დილა“ შემოგვრჩა და მისი იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ გადაიდო გორელთა მე-19 ტურის საშინაო მატჩი „დინამოსთან.“ ანდრი დემჩენკოს გუნდი ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, კონფერენციის ლიგის...
გაწითლებული ოქრი
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...
ბათუმი შეკრებაზე წავიდა…
„ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველ შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 28 იანვრამდე დარჩება და სამ საკონრტოლო შეხვედრას ჩაატარებს. ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მათგან ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან, რამდენიმე ახალი მოთამაშე გუნდს შეკრების მიმდინარეობის დროს შეურთდება. თურქეთში გია გეგუჩაძემ ეს ფეხბურთელები წაიყვანა: მეკარეები: ანტონ ჩიჩკანი,...









