
გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჩანს, „ბათუმმა“ ახალი მწვრთნელი გორში იპოვა – ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ თითქმის გადაწყვეტილია მწვრთნელად უკრაინელი ანდრი დემჩენკოს დანიშვნა, ვინც დღემდე „დილას“ თავკაცი გახლავთ…
ეს ამბავი გორელებისთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ისინი გაკვირვებულნი არიან ცალკე ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადებით, ცალკე დემჩენკოს ქცევით.
რა და როგორ არის, კლუბებსა და მწვრთნელს შორის დეტალურად რა ხდება ჩვენთვის უცნობია, თუმც კი დაგვეთანხმებით, უცნაური ამბავია გაგანია სეზონში კონკურენტ გუნდებს შორის სამწვრთნელო ტრანსფერზე მოლაპარაკების დაწყება.
შევიტყვეთ, რომ ბათუმში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად დემჩენკო გახლავთ და მისი დანიშვნა მალე გაოფიციალურდება. ყველაფერს ხომ თავის მორალური მხარეც აქვს – შუა სეზონში გუნდი დატოვო და კონკურენტ გუნდში გადახვიდე?!
არის ერთიც, კონტრაქტი, რომელიც ალბათ უკრაინელ მწვრთნელს „დილასთან“ აკავშირებს, თუმც რა წერია იმ ხელშეკრულებაში, აბა, რა გითხრათ… ჩვენში რომ კონტრაქტს ხშირად ფარატინა ქაღალდის ფასი აქვს, მაგალითი ბევრი გვახსოვს…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
