Breaking News

დილა

სეზონის რეკორდი

ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად  30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა  (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან  უხეშობისთვის  მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა  და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი  „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ…

Read more

წყნარი ტური

ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ…

Read more

წითელი ტური

ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე…

Read more

ოთხი გუნდის ოთხი მარცხი

კონფერნეციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობდა და პირველი მატჩები ოთხივემ წააგო. ერთია, არცერთი ისეთი ანგარიშით არ დამარცხებულა, რომ საპასუხო მატჩების წინ თითქოს განწირულები ჩანდნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო ხარისხზე, რაც უფრო პესიმისტურად განგვაწყობს. ქუთაისის „ტორპედომ“ 0:1 წააგო კვიპროსის „ომონიასთან“ და შანსი დაიტოვა. თუმცა, თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს შანსი მინიმალურია. რიონისპირელებს…

Read more

თუ მეორე გაიარეს…

უეფაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი გუნდების სავარაუდო მეტოქეები გამოვლინდნენ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უელსის „ნიუ სეინტსსა“ და ლუქსემბურგის „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ქუთაისის „ტორპედო“ ბერძნულ „არისსა“ და აზერბაიჯანულ „არაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ „რიგასთან“ წარმატების შემთხვევაში, ისრაელის „ბეითარს“ ან მონტენეგროს „სუტიესკას“ შეხვდება. საქართველოს თასის…

Read more

ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ოფისში, 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი თბილსის „იბერია 1999“ პირველ ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩს 8 ან 9 ივლისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო, 15 ან 16 ივლისს შვედეთში გაიმართება. კონფერენციის ლიგა ყაზახეთიდან ლუქსემბურგამდე კონფერენს ლიგაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ დღეს წილისყრამ მხოლოდ…

Read more

იბერია ისევ თავშია

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“…

Read more

სპორტინგი, პარმა, სასუოლო, მონპელიე და… დილა

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის ერთი განსაკუთრებული – შიდა ქართლის კლუბში გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში. მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს, რომელიც ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, საიდანაც მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში მიიწვიეს. ესპანეთიდან პორტუგალიელი მცველი იტალიისკენ დაიძრა და სერია A-ს კლუბებში, „პარმასა“ და „სასუოლოში“ ითამაშა, ბოლოს კი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგდა და „მონპელიესა“…

Read more

მოტა დილადან ნოაში…

გორის „დილას“ პრესსამსახურმა მოულოდნელი ამბავი გაავრცელა – გუნდის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რუი მოტამ თანამდებობა დატოვა და შუა სეზონში ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდი მწვრთნელის გარეშე დატოვა – მოტამ კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში, მას გორის „დილა“ არ დააბრკოლებდა. ხელსაყრელი წინადადება კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა სომხეთიდან მიიღო და იქაურ საფეხბურთო კლუბ „ნოას“ ჩაუდგა სათავეში –…

Read more

დილამ წრე მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე „დილას“ ლიდერობით დასრულდა. გორელებმა კვირას მე-14 დაუმარცხებელი მატჩი ითამაშეს („კოლხეთთან“ – 1:1) და 4 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ (შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „იბერიამ“ მოიგო). ამჯერად გორელებმა შინ უმაყურებლოდ ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა („დინამოსთან“ მატჩში „დილას“ გულშემატკივარის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მატჩის მომსახურე არბიტრს მოხვდა), მათ ორი შეხვედრის…

Read more

… თუ დინამო არ გავარდა

მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“  3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და…

Read more

გორიდან ბათუმში, ოფიციალურად…

გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ „ბათუმმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი მალევე დანიშნა – კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდს გორის „დილას“ ყოფილი დამრიგებელი, უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ დემჩენკო „დილას“ 2021 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მანამდე ის უკრაინულ კლუბებში „მეტალისტი 1925“-სა და „ბუკოვინაში“ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გორული კლუბი…

Read more

გორის მწვრთნელი ბათუმში

გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჩანს, „ბათუმმა“ ახალი მწვრთნელი გორში იპოვა – ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ თითქმის გადაწყვეტილია მწვრთნელად უკრაინელი ანდრი დემჩენკოს დანიშვნა, ვინც დღემდე „დილას“ თავკაცი გახლავთ… ეს ამბავი გორელებისთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ისინი გაკვირვებულნი არიან ცალკე ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადებით, ცალკე დემჩენკოს ქცევით. რა და როგორ არის, კლუბებსა და მწვრთნელს შორის დეტალურად რა…

Read more

თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…

უეფა-ს შტაბბინაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ასპარეზობას სამი ქართული კლუბი განაგრძობს – თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“. დინამოელები ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ გადაერთვნენ და ე.წ. „ჩემპიონების გზით“ ასპარეზობენ. მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე მალტის „ჰამრუნ სპარტანსია“, თუ საქართველოს ჩემპიონმა ეს ბარიერი დაძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“…

Read more

ბეშიქთაში, ვორსკლა, აქტობე…

უეფაში კონფერენცოოს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ითამაშებენ ის გუნდებიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდებიან. გაირკვა, რომ თუ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანას“ ბარიერს ვერ გადალახავს, კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს (ჩემპიონების გზა), სადაც იმავე ჩემპიონთა ლიგაში „ჰამრუნ სპარტანსისა“ (მალტა) და ჰაიფას „მაკაბის“ (ისრაელი) წყვილში დამარცხებულს შეხვდება. კონფერენსლიგის II…

Read more

ქართველთა მეტოქეები კონფერენციის ლიგაზე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გაირკვა, უეფა-ს კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ქართული გუნდების მეტოქეები. აქ თავიდან 62 კლუბი იასპარეზებს, მატჩები 13 და 20 ივლისს ჩატარდება. ქართული კლუბებიდან კონფერენციის ლიგაში განთესილი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო” იყო. გორის „დილა” და თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო” განუთესავები გახლდნენ. „დილას” მეტოქედ სლოვაკური „დუნაისკაი სტრედა” ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, საპასუხო –…

Read more

სუპერთასი ახლებურად…

ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით. „ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს…

Read more

იღბალი. ფარდა

გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ძველ და უსაშველოდ გაცვეთილ ფრაზას, რომ პენალტების სერია საფეხბურთო ლატარეაა, რაკი ლატარეის მოსაგებად იღბალის გარდა არაფერია საჭირო და ისე გამოვა, თითქოს „დინამოს“ არაფერი აკლდა იღბალის გარდა. ეს ტყუილია! „დინამოს“ თუკი რამე ჰქონდა ჭარბად, სწორედ რომ იღბალი! საბუთი გნებავთ? ინებეთ! წილისყრაზე ათობით ვარიანტს შორის XXI საუკუნში დაარსებული ესტონური გუნდი რომ ამოგივა, რომელსაც ევროთასებზე…

Read more
No image

ბნელა, ბნელა

ქართული სანაკრებო ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატება იმედის ნაპერწკალს კი გვიჩენს, მაგრამ დაიწყო ევროტურნირები და საფეხბურთო რუქაზე ისევ ჩვენს ადგილზე აღმოვჩნდით. ერთადერთი იმედიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმმა“ გამართა, რომელმაც სტუმრად, ბრატისლავას „სლოვანთან“ უგოლოდ ითამაშა, ამასთან – კაცნაკლულმა. კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე რა სირცხვილიც ვჭამეთ, ყველამ კარგად უწყის… თუმცა, არც ეს გაგვკვირვებია. რატომ? იმიტომ რომ ქართული…

Read more

სამი სირცხვილი ქართულად

უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში მორიგი სირცხვილი ჭამეს ქართულმა კლუბებმა: თბილისის „დინამომ“ შინ ესტონურ „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა. არადა, დინამო ორჯერ იგებდა, მაგრამ ბალტიისპირელებმა მეორე ტაიმში უფრო სწორი ფეხბურთი ითამაშეს, ქართული გუნდის დაშვებული შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენეს და შინ კომფორტული ანგარიშით დაბრუნდნენ. მერამდენე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროთასებზე შერხვა, როდემდე უნდა გაგრძელდეს…

Read more

კაშია და კანკავა ბათუმში მოდიან

შვეიცარიულ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპული ტურნირების წილისყრა გაიმართა. გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეები როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე. საქართველოს ჩემპიონ „ბათუმის“ მეტოქე ქართველების კარგად ნაცნობი ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. პირველი მატჩი 5 ან 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება,…

Read more

არ არის დაცვა, არ არის გოლი…

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა…

Read more

ხვიჩას პირველი გოლები, ზურიკოს დებიუტი და ჯოვინოს მე-100

მხიარული ტური გამოდგა – მერვე. ჯამში 16 ბურთი გავიდა, ისევე, როგორც წინა – მეშვიდეში. საუკეთესო კი ამ მხრივ მე-4 ტურია, როცა გუნდებმა ერთმანეთს 19 გოლი გაუტანეს. შესრულდა სამი დუბლი, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. ხვიჩა, ზურიკო, ჯოვინო ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი გოლების ანგარიში გახსნა. ორჯერ გაუტანა „გაგრას“და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას გოლები მართლაც…

Read more

ქართული ოთხში ერთი

ასეც ხდება – სამი ქართული გუნდიდან კონფერენციის ლიგაზე არც ერთმა წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გავიდა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბორისოვოს „ბატეს“ ელის. გია გეგუჩაძის გუნდი ბელარუსებს 22 და 29 ივლისს ეთამაშება. „გაგრას“ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ „სუტიესკათან“ და პირველი მატჩიდან გამომდინარე მცირე იმედი გვქონდა,…

Read more

უეფამ მეორე დაალაგა

ნიონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ევროტურნირებზე მონაწილე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. თუ კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დაამარცხებს, შემდეგ მეტოქედ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ ელოდება. პირველი მატჩი 20-21 ივლისს პირეოსში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს თბილისი ან ბაქო უმასპინძლებს. გაირკვა კონფერენციის ლიგაში მონაწილე სამივე ქართული კლუბის…

Read more

გამართლებული წილისყრა

უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართა. ახალ ტურნირში სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ბათუმის „დინამო”, „დილა” და „გაგრა”. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ მათი მეტოქეები გაირკვა. უნდა ითქვას, რომ ახალ ტურნირზე ქართულ გუნდებს მეტნაკლებად გაუმართლა. დიდი შანსი იყო, ჩვენებს უფრო ძლიერი გუნდები დაჯახებოდათ. საქართველოს…

Read more

ყველაფერი პირიქით

უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“  – „დილასთან“… „ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1. რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და…

Read more

სამგურალი ფრუიძეობს

მეორე წრის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალტუბოში გამართული ბურთაობა გამოდგა. „სამგურალმა“ ლიდერ „დინამოს“ 2:0 მოუგო, თან მართლა მოუგო, დამაჯერებლად. გახსოვთ ალბათ, წლევანდელი სეზონიც ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. დებიუტანტმა წყალტუბოელებმა მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია ის მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ მეტად იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, იმერლები იმ თამაშსაც მოიგებდნენ. ამჯერადაც გამოიჩინა თავი სერგო კუხიანიძემ, რომელიც…

Read more

ჩხეტიანს დილა ელის

მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ. „დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც…

Read more
No image

დინამო – 18

მაშ ასე. მოკლე, მრავალტანჯული სეზონი დამთავრდა. კორონაპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 29 თებერვალს დაწყებული შეჯიბრი 6 მარტს შეწყდა და 109 დღის შემდეგ, 25 ივნისს განახლდა. ამიტომ ჩატარდა ორ წრედ, ოთხის ნაცვლად. განახლების დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ეს ტრაგედიაც სამუდამოდ გაჰყვება ამ სეზონის ისტორიას. ბოლო ტურის წინ, ლიდერი…

Read more

აურზაური

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და  თბილისის…

Read more

ხალხი სტადიონზე

გამორჩეული, გამოდგა ელიგის მე-8 ტური. ოთხი თვის მერე, 31 ივლისიდან სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს, თუმცა ტრიბუნებზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ ორი თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა. თბილისში ეს პრობლემას…

Read more

თბილისური ოთხები

მე-7 ტურის მთავარი მატჩი ბოლო სათამაშო დღეს გაიმართა. „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთმანეთს ორი ჯერაც წაუგებელი გუნდი ხვდებოდა. გორელებმა წინა ტურებში საკმარისი მარაგი შეიქმნეს და წაგების შემთხვევაშიც ლიდერად დარჩებოდნენ, მაგრამ, მასპინძლები, ცხადია, მინდორზე გასამარჯვებლად გავიდნენ. ანგარიში გორელებმა გახსნეს, ოღონდ… საკუთარ კარში გაიტანეს. გოლი ცოტა კურიოზული გამოვიდა. მასპინძელ ხურცილავას ბურთი…

Read more

მზიანი დილა

ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ…

Read more

გიორბელიძე მგელი გახდა

გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. „მგლებთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. ფეხბურთელი 26 ივლისამდე „დილაში“ დარჩება, ხოლო აგვისტოს დასაწყისში ავსტრიაში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

Read more

ცეცაძე ლვოველი გახდა

ბოლო დროს გავრცელებული ცნობები გია ცეცაძის „ლვოვის“ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დადასტურდა. 45 წლის სპეციალისტი აქამდე მხოლოდ საქართველოში მუშაობდა. ცეცაძე წვრთნიდა გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივს“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“. სამტრედიაში მუშაობისას გახდა საქართველოს ჩემპიონი (2016) და სუპერთასის მფლობელი. ექვსი წლის წინ ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 8 საუკეთსო გუნდს შორის გავიდა. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში. იყო საქართველოს…

Read more

მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები

მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა…

Read more