უეფაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი გუნდების სავარაუდო მეტოქეები გამოვლინდნენ.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უელსის „ნიუ სეინტსსა“ და ლუქსემბურგის „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ქუთაისის „ტორპედო“ ბერძნულ „არისსა“ და აზერბაიჯანულ „არაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ „რიგასთან“ წარმატების შემთხვევაში, ისრაელის „ბეითარს“ ან მონტენეგროს „სუტიესკას“ შეხვდება.
საქართველოს თასის მფლობელის, „სპაერის“ სავარაუდო მეტოქე (ვენის „აუსტრიის“ დამარცხების შემთხვევაში) პოლონურ „ლეგიასა“ და ჩეხურ „ბანიკს“ შორის მოგებული იქნება.
შეგახსენებთ ქართული გუნდების მატჩების კალენდარს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე:
23-29 ივლისი / „ლევადია“ (ესტონეთი) – თბილისის „იბერია“
24-31 ივლისი / ქუთაისის „ტორპედო“ – „ომონია“ (კვიპროსი)
24-31 ივლისი / „რიგა“ (ლატვია) – გორის „დილა“
24-31 ივლისი / „აუსტრია“ (ავსტრია) – თბილისის „სპაერი“
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
