ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს’’ ისევ ახსოვს. ბრაზილიელი „პარკ დე პრენსზე’’ ექვსი წლის განმავლობაში თამაშობდა და პარიზელ გულშემატკივართა დიდი ნაწილის გული მოიგო. კლუბმა გადაწყვიტა ლამაზი ჟესტით ვეტერანი ვარსკვლავის მიმართ თავისი დადებითი განწყობა გამოეხატა და მას 2025-26 წლების სეზონისთვის გამოშვებული მაისურები გაუგზავნა. მაისურებს ზურგზე მისი შვილების სახელები ამშვენებს: დავი ლუსია, მავი, ელენა და სამი კვირის წინ დაბადებული მელი. საჩუქრით კმაყოფილმა ნეიმარმა მაისურებს ფოტო გადაუღო, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და მიაწერა: „გმადლობ, პსჟ’’.
33 წლის ვარსკვლავმა, რომელიც ახლა სამშობლოში, „სანტოსში’’ თამაშობს, პარიზული კლუბის შემადგენლობაში 173 შეხვედრა ჩაატარა და 118 გოლი გაიტანა. „სანტოსში’’ გადაბარგებამდე ფეხბურთელს ცუდი პერიოდი ჰქონდა, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში’’ ორ სეზონში მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიაში დაბრუნების მერე ის უკვე 14-ჯერ გავიდა მოედანზე, 4 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი ჩააწოდა.
ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 128 შეხვედრაში 79 გოლი აქვს გატანილი. როგორც ბრაზილიური მედია წერს, მას იმედი აქვს, რომ კარლო ანჩელოტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
