პარასკევ საღამოს ინგლისური ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი პოლ გასკოინი მისმა მეგობარმა და მარჯვენა ხელმა სტივ ფოსტერმა შინ, საძინებელში თითქმის უგონოდ იპოვა და სასწრაფო გამოიძახა. 58 წლის გაზას ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები ამბობენ, რომ ლეგენდარული სპორტსმენის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჩანს მის სიციცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
საავადმყოფო სადაც გასკოინი წევს მის სახლთან ახლოს არის. აქ მას რამდენიმე დღე დატოვებენ და გამოიკვლევენ.
ყოველწუთიერი ინფორმაცია ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ აქვთ მის ქალიშვილს, რეალითი შოუს ვარსკვავ ბიანკას, მისი ორ დას და ყოფილ ფეხბურთელებს პიტერ ბერდსლის, კრის უოდლს, პოლ მერსონს და ვინი ჯონსს.
გასკოინმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 1988-98 წლებში 57 შეხვედრა ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა. ყველას ახსოვს მისი ცრემლები 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან პენალტებით დამარცხების შემდეგ და მისი საუცხოო გოლი შოტლანდიის კარში 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
ინგლისური ფეხბურთის დიდ ვარსკვლავს ალკოჰოლთან და შესაბამისად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებში თითქოს ყველაფერი დარეგულირდა. და აი, მას მერე, რაც სარეგისტრაციო პალატამ გასკოინს დაუხურა 2019 წელს გახსნილი ფირმა Gazza8 Limited, რომელიც მას სატელევიზიო გამოსვლებისა და დოკუმენტური ფილმებიდან შემოსული თანხების გადანაწილებაში ეხმარებოდა, პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი. ხსენებული ფირმის ერთადერთი დირექტორი თავად გაზა იყო, ხოლო დახურვის მიზეზი გახლდათ ის, რომ მას ფინანსური ანგარიში ჯერ კიდევ 2021 წლის 26 ოქტომბერს უნდა წარედგინა, მაგრამ არ წარუდგენია… არასდროს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
