ჭდე: პოლ გასკოინი

Home პოლ გასკოინი
გაზა: სმას თავს ვერასდროს დავანებებ
ჩანაწერი

გაზა: სმას თავს ვერასდროს დავანებებ

ლეგენდარულმა გაზამ, პოლ გასკოინმა თქვა, რომ ის ლოთობას ვერ შეწყვეტს, რადგან ვერ შეიცვლება. 58 წლის ვეტერანმა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რამდენიმე ეტაპი გაიარა, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ. „მირორისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „მე არ შევცვლილვარ. არ შემიძლია. არ ვიცი როგორ უნდა შევიცვალო. სავარაუდოდ მოვკვდები როგორც გაზა. დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. მთელმა ქვეყანამ იცის ვინ ვარ და რა...

გაზა უგონოდ იპოვეს
ჩანაწერი

გაზა უგონოდ იპოვეს

პარასკევ საღამოს ინგლისური ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი პოლ გასკოინი მისმა მეგობარმა და მარჯვენა ხელმა სტივ ფოსტერმა შინ, საძინებელში თითქმის უგონოდ იპოვა და სასწრაფო გამოიძახა. 58 წლის გაზას ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები ამბობენ, რომ ლეგენდარული სპორტსმენის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჩანს მის სიციცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საავადმყოფო სადაც გასკოინი წევს მის სახლთან...

ო’სალივანი: სად მე და სად გაზა!
ჩანაწერი

ო’სალივანი: სად მე და სად გაზა!

რონი ო’სალივანი ამბობს, რომ მისი ნიჭი პოლ გასკოინის, იმავე გაზას სპორტულ ნიჭთან შედარებით არაფერია. არადა, ლაპარაკია სნუკერში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონზე, რომელიც ბრიტანეთის ტოპ-10 სპორტსმენის სიაში შეიყვანეს. ო’სალივანი და გასკოინი ერთმანეთს ამასწინათ, ჰერდფორშირში, ელიტურ სამედიცინო ცენტრში შეხვდნენ. გაზა 54 წლისაა, ო’სალივანი ორმოცდაექვსის. სნუკერის დიდოსტატმა თქვა: „ჩვენ სულ რაღაც ორი თვის წინ, სპაში შევხვდით ერთმანეთს. ისე ნუ...

საუკეთესო მტირალები
ჩანაწერი

საუკეთესო მტირალები

უბრალო დათვლის ამბავი იყო: გამოავლინეს ყველაზე ემოციურ ფეხბურთელთა ათეული. მასში მოხვდნენ ისინი, ვისაც მნიშვნელოვან შეხვედრებში უტირია. ზოგი ამას რეგულარულად სჩადის. თუმცა უცნაურია, რომ ემოციურობა მხოლოდ ტირილს დაარქვეს. ამიტომაც ვერ მოხვდა სიაში, ვთქვათ, „ატლეტიკოს” მონტენეგროელი მცველი სტეფან სავიჩი, რომელმაც სამი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თითქმის მთელი „მანჩესტერ სიტის” ცემა მოინდომა. უდავოდ ემოციური კაცია სავიჩის მწვრთნელი,...

გველი თუ დაინახა, გამოიქცევა
ჩანაწერი

გველი თუ დაინახა, გამოიქცევა

ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა დაიქადნა, რომ რეალითი შოუს „მე ვარ სელებრითის” იტალიურ ვერსიას მოიგებს თუ… გველების არ შეეშინდება. მთელი რიგი მენტალური და ფიზიკური ტესტების შემდეგ, 53 წლის გაზა, ორი თვით უდაბურ კუნძულზე გაემართა. კუნძული ჰონდურასშია და ისოლა დე ფამოსი ჰქვია. თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ „ნიუკასლის”, „ტოტენჰემის”, „ლაციოსა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ასე თქვა: „ერთადერთი, რისიც ნამდვილად...

გაზას ძველი ამბავი
ჩანაწერი

გაზას ძველი ამბავი

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ქარიზმატული და გადარეული პოლ გასკოინი, ამბობს, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისდროინდელი პერიოდი მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. მაშინ ნახევარფინალში ინგლისელები გერმანელებმა გამოაგდეს და მატჩის შემდეგ ცხარე ცრემლით მტირალი გაზა მთელმა მსოფლიომ იხილა. მიუხედავად ამისა, გასკოინი ამტკიცებს, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო მას სხვაგან არასოდეს უნახავს. „ეს საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითმფრინავში ჩასხდომიდან დაწყებული,...

გაზას ღირსეული პასუხი
ჩანაწერი

გაზას ღირსეული პასუხი

უცნაურად მოექცა პოლ გასკოინს შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია — მათ საერთოდ გააუქმეს ნომინაცია, რომლითაც გაზა სქოთთა დიდების დარბაზში იმკვიდრებდა ადგილს. გასკოინმა 1990-იან წლებში სამი წელიწადი გაატარა „რეინჯერსში”. დიდების დარბაზში მოსახვედრად კი ის თავიდან კანდიდატთა შორის დაასახელეს, ხოლო შემდეგ კომისიამ მათ შორის გამოარჩია კიდეც. მაგრამ, გამოჩნდნენ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მავანი ჩინოვნიკები, რომლებიც ბოიკოტით დაიმუქრნენ: თუ დიდების დარბაზისადმი...

გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი
ჩანაწერი

გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი

მსოფლიოს სპორტული ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათია,  როგორ უჭერს ვინი ჯონსი პოლ გასკოინს ყვერებში ხელს. ასეთი ბევრი არ არის. ნუ, ვთქვათ, როგორ ადგას თავზე გამარჯვებული კასიუს კლეი რინგზე განრთხმულ სონი ლისტონს და კიდევ რამდენიმე. ამ კაცობრიობას შემორჩენილი წამიდან 30 წელიწადი გავიდა. ეს ამბავი 1988 წლის თებერვალში, „უიმბლდონისა” და „ნიუკასლ იუნაიტედის” უგოლო შეხვედრის დროს, ყოფილ სტადიონ...

ჩემნაირი კიდევ დიდხანს არ დაიბადება
ჩანაწერი

ჩემნაირი კიდევ დიდხანს არ დაიბადება

ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს შეუთვალა, ჩემნაირი აღარასოდეს გეყოლებათო. სწორედ გუშინ მოგახსენებდით, რომ საუთგეიტმა მიმდინარე სანაკრებო პრობლემებზე ლაპარაკისას გაზა ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე დიდ ინგლისელ ვარსკვლავად აღიარა. ამაზე ყოფილმა თანაგუნდელმა უპასუხა: „გაფხორილი ვინმე არ გეგონოთ, მაგრამ ახალი პოლ გასკოინი ვერავინ გახდება. ეს გამორიცხულია”. შემდეგ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის”, „ნიუკასლ იუნაიტედისა” და „ლაციოს” ყოვილმა...

საუთგეიტის სიცოცხლეში…
ჩანაწერი

საუთგეიტის სიცოცხლეში…

გარეთ საუთგეიტი ამბობს, რომ ინგლისურ ფეხბურს ბოლო 50 წელიწადში პოლ გასკოინის გარდა მსოფლიო კლასის ნახევარმცველი არ ჰყოლია. ინგლისის ნაკრების იმედგაცრუებული მწვრთნელის თქმით მხოლოდ გაზას შეეძლო გუნდის თამაში უმაღლეს დონეზე წარემართა. საუთგეიტმა, რომელიც 1970 წელს არის დაბადებული, თქვა: „ჩემს სიცოცხლეში ერთადერთი უმაღლესი დონის მობურთალი გასკოინი იყო. და მე სულაც არ ვფიქრობ, რომ მან ამ დონეს თანდათანობითი...