გაზა: სმას თავს ვერასდროს დავანებებ

Home აქეთურ-იქითური გაზა: სმას თავს ვერასდროს დავანებებ
გაზა: სმას თავს ვერასდროს დავანებებ

NINTCHDBPICT000595803120ლეგენდარულმა გაზამ, პოლ გასკოინმა თქვა, რომ ის ლოთობას ვერ შეწყვეტს, რადგან ვერ შეიცვლება. 58 წლის ვეტერანმა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რამდენიმე ეტაპი გაიარა, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ. „მირორისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:

„მე არ შევცვლილვარ. არ შემიძლია. არ ვიცი როგორ უნდა შევიცვალო. სავარაუდოდ მოვკვდები როგორც გაზა. დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. მთელმა ქვეყანამ იცის ვინ ვარ და რა გამიკეთებია. ვსვამდი იმიტომ, რომ დალევა მინდოდა, მერე კი ვნანობდი. დღესაც, როდესაც გავტყდები, კვირების განმავლობაში გადაბმით ვლოთობ. ისევე როგორც ადრე. წარსულს რომ ვიგონებ, ალბათ ყველაზე მეტად დედას და მამას ვატკინე გული, მაგრამ მაშინ ამაზე არ ფიქრობ. ისე კი ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდ ვნებას აყენებ შენ თვითონ ხარ’’.

ფეხბურთელობის წლებში გაზა თამაშობდა „ნიუკასლში’’, „ტოტენჰემსა’’ და „ლაციოში’’. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მან 57 შეხვედრა ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა, რომელთა შორის იყო დაუვიწყარი გოლი შოტლანდიის ნაკრების კარში ევრო 96-ზე.

მალე გამოიცემა გასკოინის ახალი წიგნი რომელსაც ჰქვია „რვა’’ და მასში „ნამდვილი გაზა იქნება ნაჩვენები’’. მან აღიარა, რომ 1996 წელს, შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში „ჰართსის’’ კარში ორი გოლის გატანის წინ ბრენდი გადაკრა. მაშინ გაზა „გლაზგო რეინჯერსში’’ თამაშობდა.

„დიახ, ეს შესვენებისას მოხდა. თასის ფინალში. მწვრთნელმა მკითხა ხომ არ დაგილევიაო. მე ვუთხარიცარა, არ დამილევია-მეთქი. მაშინ მიდი, ერთი გადაკარიო. ასე დავლიე ცხრა ჭიქა, მერე მოედანზე გავედი, ორი გოლი გავიტანე და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. თამაშის შემდეგ აღარ დამალევინეს, რადგან ჩემი დოზა უკვე მიღებული მქონდა’’.

შეხვედრა, რომელსაც გასკოინი იხსენებს „რეინჯერსმა’’ 4:3 მოიგო. „რეინჯერსის’’ მწვრთნელი იყო ვალტერ სმიტი, რომელიც 2021 წელს 73 წლისა გარდაიცვალა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.