მოახლოვდა ევროტურნირები და გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, სადაც საქართველოს „იბერია 1999“ წარადგენს. თბილისელთა მეტოქე ესტონური „ფლორა“ იქნება. პირველი მატჩები 7-8 ივლისს არის დანიშნული, საპასუხო კი 15-16 ივლისს გაიმართება. ქართული გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ითამაშებს. შეგახსენებთ, იბერიამ ზედ ევროტურნირებს წინ მწვრთნელი გუგა ნერგაძე გაათავისუფლა და გავრცელებული ხმებით მის ნაცვლად ანდრეი დემჩენკო დაინიშნება. დემჩენკოს აქამდე ორ ქართულ...
ჭდე: იბერია
იბერია პირველია!
ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები – 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც იპირველებდა. მთელი მეოთხე წრის განმავლობაში, 28-ე ტურიდან მოყოლებული, „იბერია“ და „დილა“ თანაბარი ქულებით...
სეზონის რეკორდი
ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ...
წყნარი ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ...
გორიდან დანიაში
საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ 19 წლის შემტევი ნახეცვარმცველი გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ განაგრძობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დანიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მიკელ ჰემერსონი („ვეილეს“ სპორტული დირექტორი): „გიორგი ტაბატაძე ნამდვილი ტალანტია, რაც უფრო ხშირად ვუყურებდით მის თამაშს, მისი შეძენის ინტერესი უფრო და უფრო გვიძლიერდებოდა. ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად გვინდოდა...
თუ მეორე გაიარეს…
უეფაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი გუნდების სავარაუდო მეტოქეები გამოვლინდნენ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უელსის „ნიუ სეინტსსა“ და ლუქსემბურგის „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ქუთაისის „ტორპედო“ ბერძნულ „არისსა“ და აზერბაიჯანულ „არაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ „რიგასთან“ წარმატების შემთხვევაში, ისრაელის „ბეითარს“ ან მონტენეგროს „სუტიესკას“ შეხვდება. საქართველოს თასის...
იბერიამ ლიგა შეცვალა, ანგარიში – არა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „იბერია 1999“ კონფერენციის ლიგაში გადაინაცვლებს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა შვედურ „მალმიოსთან“ განმეორებით მატჩშიც 1:3 წააგო. თბილისელებმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშეს. უფრო სწორად, მეტოქეს არ მისცეს თამაშის საშუალება და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ კი შვედების უპირატესობა ყველაფერში აისახა: მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო მასპინძლები უკვე ორი ბურთით რომ იგებდნენ. ამას...
ევროტურნირები წაგებით…
ქართული კლუბებისთვის 2025-2026 წლების ევროსეზონი კი დაიწყო, მაგრამ სიახლე არაფერია. მეტიც, თუ ასე გავაგრძელეთ, როგორც „იბერიამ“ დაიწყო, დიდი შანსია გაისად უეფამ კლუბების რაოდენობა შეგვიმციროს და ოთხის ნაცვლად სამი გუნდის ამარა დაგვტოვოს. ქვეყნის ჩემპიონმა „იბერიამ“ „მიხეილ მესხზე“ „მალმიოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. თამაშზე რა ვთქვათ? რასაც ჩვენები წვალებით აკეთებდნენ, მას შვედები ორ-სამ მოქმედებაში ახერხებდნენ და ბევრად...
იბერია ისევ თავშია
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“...
ფამალიკაო კარიერისთვის
თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა...









