ქართული კლუბებისთვის 2025-2026 წლების ევროსეზონი კი დაიწყო, მაგრამ სიახლე არაფერია. მეტიც, თუ ასე გავაგრძელეთ, როგორც „იბერიამ“ დაიწყო, დიდი შანსია გაისად უეფამ კლუბების რაოდენობა შეგვიმციროს და ოთხის ნაცვლად სამი გუნდის ამარა დაგვტოვოს.
ქვეყნის ჩემპიონმა „იბერიამ“ „მიხეილ მესხზე“ „მალმიოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
თამაშზე რა ვთქვათ? რასაც ჩვენები წვალებით აკეთებდნენ, მას შვედები ორ-სამ მოქმედებაში ახერხებდნენ და ბევრად შედეგიანადაც. ანგარიში სტუმრებმა უკვე მე-8 წუთზე გახსნეს, რაშიც მათ იბერიელთა მეკარე და დაცვა დაეხმარა. დანიელ გუდიონსენს დარტმა აცადეს, გიორგი მაკარიძემ კი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს და ყველას გაბრიელ ბუზანელომ დაასწრო.
გუდიონსენმა კი პირველ ტაიმში თუ ვერ გაიტანა, სამაგიეროდ მეორეში იხეირა და ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე უკვე მისმა შემცვლელმა, ტაჰა ალიმ შეაგდო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. მართალია, 86-ე წუთზე იბერიელთა ახალწვეულმა რუშევიჩმა თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ…
მოკლედ, მეტოქემ კლასით გვაჯობა და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის უსუსურობა… საპასუხო მატჩი 15 ივლისს შვედეთში გაიმართება. წყვილის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და ესტონური „ლევადიასა“ და ლატვიური რფს-ს წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. დამარცხებულები კი უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთში ითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
