ქართული კლუბებისთვის 2025-2026 წლების ევროსეზონი კი დაიწყო, მაგრამ სიახლე არაფერია. მეტიც, თუ ასე გავაგრძელეთ, როგორც „იბერიამ“ დაიწყო, დიდი შანსია გაისად უეფამ კლუბების რაოდენობა შეგვიმციროს და ოთხის ნაცვლად სამი გუნდის ამარა დაგვტოვოს. ქვეყნის ჩემპიონმა „იბერიამ“ „მიხეილ მესხზე“ „მალმიოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. თამაშზე რა ვთქვათ? რასაც ჩვენები წვალებით აკეთებდნენ, მას შვედები ორ-სამ მოქმედებაში ახერხებდნენ და ბევრად...
ჭდე: მალმიო
თვითგამოცხადებული ღმერთის მადა
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა. ეს, შვედეთისა და საქართველოს შესარჩევ შეხვედრაში მოხდა. იმავე დღეს, RTL-ზე სატელევიზიო ექსპერტის რანგში დებიუტი ჰქონდა 69 წლის ული ჰიონესს, რომელმაც თვითგამოცხადებული ღმერთის შესახებ ილაპარაკა: „ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხელფასსაც დიდს ითხოვს. ღმერთი ვარო და შესაბამისი გასამრჯელო უნდა. ერთხელ, „ბაიერნში”, მისი ყიდვით დავინტერესდით, მაგრამ ლაპარაკი დასაწყისშივე...
ზლატანი მიაქვთ
ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს. რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა. გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ. ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან. მოგეხსენებათ,...
იბრა მიდის… მილანიდანაც…
იტალიურ გაზეთებში ხმა დაირხა, სეზონის ბოლოს ზლატანი დაგვტოვებსო. ასაკი ასაკად და „უძლეველი იბრა“ კორონავირუსის პანდემიამაც შეაშინა. აპენინებზე დაბრუნება ვეტერანი შვედისთვის მთლად იღბლიანი არ გამოდგა. „მილანში“ გადასვლიდან 2 თვეში ნახევარკუნძული და მსოფლიო ახალმა ვირუსმა მოიცვა და სხვა ყველაფერთან ერთად სპორტიც შეაჩერა. ჯერ არავინ უწყის როდის ან საერთოდ თუ განახლდება სეზონი, ან რა იქნება სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ...
უცხვირპირო ზლატანი
იმ კლუბის ქომაგებმა, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაიწყო, ლეგენდა, მოიძულეს. საქმე იმაშია, რომ უზრუნველ მომავალზე მოფიქრალმა 38 წლის ფეხბურთელმა „მალმიოს“ პრინციპული მეტოქის „ჰამარბის“ წილების 25% შეიძინა. ცხადია გულშემატკივრებმა ზლატანს ეს ნაბიჯი არ აპატიეს და ქალაქის ცენტრში მდგარი მისი ძეგლი, ცოტა ხნის წინ, შელახეს… თუმცა, რადიკალმა ფანებმა როგორც ჩანს გული ვერ მოიოხეს და იბრას კიდევ ერთხელ...
ზლატანი ბრინჯაოში
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს დაუდგამენ. ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ეს იქნება პატივის მიგება შვედური ფეხბურთის უდიადესი ფიგურის და მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავისათვის“. ბრინჯაოს 500-კილოგრამიანი მონუმენტი ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ მალმიოში, კლუბ „მალმიოს“ ძველ და ახალ სტადიონებს შორის მდებარე მოედანზე დაიდგმება. 2,7 მეტრი სიმაღლის ფიგურას ბრინჯაოში ჩამოასხამენ. ზლატანმა შვედეთის ნაკრების მაისურით 62 გოლი...




