იტალიურ გაზეთებში ხმა დაირხა, სეზონის ბოლოს ზლატანი დაგვტოვებსო.
ასაკი ასაკად და „უძლეველი იბრა“ კორონავირუსის პანდემიამაც შეაშინა. აპენინებზე დაბრუნება ვეტერანი შვედისთვის მთლად იღბლიანი არ გამოდგა. „მილანში“ გადასვლიდან 2 თვეში ნახევარკუნძული და მსოფლიო ახალმა ვირუსმა მოიცვა და სხვა ყველაფერთან ერთად სპორტიც შეაჩერა.
ჯერ არავინ უწყის როდის ან საერთოდ თუ განახლდება სეზონი, ან რა იქნება სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ „როსონერის“ დატოვებაში იბრაჰიმოვიჩს წინ ვერავინ აღუდგება – ზლატანს კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი ხდება.
გარდა იმისა, რომ 38 წლის თავდამსხმელს დაავადების ეპიცენტრად ქცეული ქვეყნის დატოვება სურს, კლუბში არსებული მდგომარეობა და ახალი სამიზნეებიც აფიქრებს:
„შავ-წითლებს” შიდა სამზარეულოში არ ულხინთ და ხელმძღვანელობიდან ზვონომირ ბობანისა და პაოლო მალდინის წასვლის საკითხიც აქტუალურია. ესეც არ იყოს, ზლატანს თავის ახალ ამპლუაში გამოცდა სურს და სამწვრთნელო საქმის დაწყება სურს.
თანაც სამშობლოში საბურთაოდ დაბრუნება ძნელი სავარაუდოა. „ჰამარბის“ წილების ყიდვამ „მალმიოს“ ქომაგები ისე გააბრაზა, შვედეთში სხვა კლუბში მოთამაშე ზლატანი რომ იხილონ, ცხვირ-პირის მხოლოდ ძეგლისთვის დამტვრევას აშკარად არ დასჯერდებიან…
წლეულს, ზლატაბმა 10-ჯერ ითამაშა და ოთხი ბურთი შეგდო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
