RedBird Capital Partners არის ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკში დააფუძნა ბიზნესმენმა ჯერი კარდინალემ. ის განაგებს მილიარდობით დოლარის კაპიტალს და სპეციალიზებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე: სპორტი, მედია, გასართობი ინდუსტრია, ტექნოლოგიები და ფინანსები. RedBird იტალიური საფეხბურთო გიგანტის „მილანის“ მფლობელიცაა და სწორედ ამიტომ დაიბარა ხსენებულმა კარდინალემ გუშინ დილით ქალაქ მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კლუბის...
ჭდე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ნდობამ დაარწმუნა
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, ალვარო მორატამ, მადრიდის „ატლეტიკოდან“ „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანი“ მზადაა გადაიხადოს მორატას კონტრაქტში არსებული კომპენსაცია, რომელიც 13 მილიონ ევროს შეადგენს. „მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. ახლა შვებულებაში მივდივარ, რადგან ოჯახთან ერთად უნდა ვიყო, რომელიც ძალიან დამეხმარა, თორემ უკვე ხვალიდან დავიწყებდი ვარჯიშს. რატომ დავთანხმდი „მილანში“ გადასვლას? ზლატან იბრაჰიმოვიჩის, გუნდისა და...
მენატრები !
„ბარსელონას“, „მილანის“, პსჟ-ის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი აგენტის, მინო რაიოლას გარდაცვალებაზე ისაუბრა. „როდესაც ჩემი აგენტი რაიოლა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო ცრემლებამდე ვტიროდი და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ხანდახან მოგონებები მეძალება. ძალიან მენატრება. ვინც გვიცნობს იცის, რამდენად ახლოს ვიყავით. რას მივწერდი ახლა? „მენატრები”. საფეხბურთო აგენტი...
ხვიჩაზე ზლატანიც საუბრობს…
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინტერვიუ მისცა La Gazetta dello Sport-ს და ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლიც“ ახსენა: „ნაპოლი“ წლეულს ძლიერი გუნდია და ჩემპიონობისთვის იბრძვის. მის შემადგენლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა მათგან ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევ – მან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“. სკუდეტოს მოგების ფავორიტებს შორის ზალტანმა რამდენიმე გუნდი გამოარჩია: „იუვენტუსი“ ბრუნდება ფორმაში და...
გარანტი ზლატანი: მინოს ვუძღვნი!
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი… „არ ვიცი, ძალიან გამიჭირდა ბოლო თვეებში. კიდევ ვითამაშებ თუ არა, მოგვიანებით ვიტყვი“. იბრა „მილანში“ იტალიის ჩემპიონი გახდა კიდევ ერთხელ და ეს ტიტული მინო რაიოლას ხსოვნას მიუძღვნა. ცნობილი საფეხბურთო აგენტი ერთი თვის წინ გარდაიცვალა. „მინომ მითხრა, რომ მხოლოდ მე შემეძლო „მილანისთვის“ ჩემპიონობის მოტანა“. და ისე, მერამდენედ გახდა...
ზლატანი მილანზე
„მილანის“ 40 წლის შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებთან გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. „გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს. საკმაო მსხვერპლის გაღება მოგვიხდა, ამ დონის მისაღწევად. სეზონის დასაწყისში ჩემპიონობა დავისახეთ მიზნად, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. აქამდე ყველაფერი კარგად იყო. ცხადია, გვქონდა ჩავარდნები, მაგრამ სიძნელეები გადავლახეთ. ახლა ტრიუმფამდე ცოტაღა დაგვრჩა და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ერთ კვირაში სიტუაცია შეიძლება...
გარდაიცვალა მინო რაიოლა
ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა. რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი… რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ...
ამტვრევ, არა?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ვიდეოკამერას დაუმიზნა ბურთი და დაამტვრია. იბრა ცალკე ვარჯიშობს და „მილანს“ ჯერ ვერ ეხმარება ტრავმის გამო. ვარჯიშის მერე შვედმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და მიაწერა: „მე ვწყვეტ, როდის გავჩერდე. ასევე მე ვწყვეტ, რომ ყვითელი ბურთი მოგხვდება“. იბრაჰიმოვიჩი 40 წლისაა. უკვე იწერება, რომ ზაფხულში შესაძლოა კარიერა დაასრულოს და „მილანის“ სამწვრთნელო შტაბში დაიწყოს მუშაობა.
იბრას ჩაო?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ზაფხულში დაასრულოს კარიერა. შვედის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ იმოქმედა. იბრას „მილანთან“ კონტრაქტი ზაფხულში მთავრდება და ახლის გაფორმებაზე ჯერ არაფერი ისმის. წელიწადში 7 მილიონი ევრო – ასეთი ხელფასი აქვს შვედს და სერია A-ში ამ მხრივ ათეულშიც არ არის, მაგრამ „მილანში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი აქვს. ისე, იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა...
ზლატანმა მსაჯი დაამშვიდა
იტალიური სერია A-ს 22-ე ტურის მატჩში „მილანმა“ „სპეციას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. თუმცა 1:1-ის დროს მილანელმა ფორვარდმა ჟუნიორ მესიასმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მარკო სერამ ამ ეპიზოდამდე წამით ადრე ანტე რებიჩის წაქცევისათვის დაუსტვინა და გოლი არ ჩათვალა. არადა, რაკი ბურთი მასპინძლებს ჰქონდათ, შეეძლო თამაში არ გაეჩერებინა. მილანელი ფეხბურთელები აღშფოთდნენ, მაგრამ არბიტრი შეუვალი აღმოჩნდა. თამაშის მიწურულს...









