მენატრები !

Home აქეთურ-იქითური მენატრები !
მენატრები !

„ბარსელონას“, „მილანის“, პსჟ-ის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი აგენტის, მინო რაიოლას გარდაცვალებაზე ისაუბრა.

„როდესაც ჩემი აგენტი რაიოლა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო ცრემლებამდე ვტიროდი და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ხანდახან მოგონებები მეძალება. ძალიან მენატრება. ვინც გვიცნობს იცის, რამდენად ახლოს ვიყავით. რას მივწერდი ახლა? „მენატრები”.

საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ავადმყოფობის შემდეგ 2022 წლის 30 აპრილს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის კლიენტებს შორის იყვნენ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერლინგ ჰოლანდი, პოლ პოგბა, ჰენრიხ მხითარიანი, ბლეზ მატუიდი, მარკო ვერატი, ჯანლუიჯი დონარუმა.

Football news, Mino Raiola dies, agent of Zlatan Ibrahimovic, Pogba, Erling  Haaland

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.