ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი…
„არ ვიცი, ძალიან გამიჭირდა ბოლო თვეებში. კიდევ ვითამაშებ თუ არა, მოგვიანებით ვიტყვი“.
იბრა „მილანში“ იტალიის ჩემპიონი გახდა კიდევ ერთხელ და ეს ტიტული მინო რაიოლას ხსოვნას მიუძღვნა. ცნობილი საფეხბურთო აგენტი ერთი თვის წინ გარდაიცვალა.
„მინომ მითხრა, რომ მხოლოდ მე შემეძლო „მილანისთვის“ ჩემპიონობის მოტანა“.
და ისე, მერამდენედ გახდა ზლატანი ქვეყნის ჩემპიონი?
„აიაქსი“ (2002, 2004 წ.წ.), „ინტერი“ (2007, 2008, 2009), „ბარსელონა“ (2010), „მილანი“ (2011, 2022), პსჟ (2013, 2014, 2015, 2016). ანუ, სულ 12-ჯერ… საოცარია.
ევროპაში თითქმის არ ტოვებდა სეზონს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ „იუვენტუსშიც“ გახდა ორჯერ ჩემპიონი, მაგრამ კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ ჩამოართვეს. იბრა 40 წლისაა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
