შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს დაუდგამენ.
ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ეს იქნება პატივის მიგება შვედური ფეხბურთის უდიადესი ფიგურის და მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავისათვის“.
ბრინჯაოს 500-კილოგრამიანი მონუმენტი ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ მალმიოში, კლუბ „მალმიოს“ ძველ და ახალ სტადიონებს შორის მდებარე მოედანზე დაიდგმება. 2,7 მეტრი სიმაღლის ფიგურას ბრინჯაოში ჩამოასხამენ.
ზლატანმა შვედეთის ნაკრების მაისურით 62 გოლი გაიტანა. საკლუბო კარიერაში 400 გოლზე მეტი „მალმიოს“,„აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „მილანის“, „ბარსელონას“, პსჟ-ის, „მანჩესტერისა“ და „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მაისურებით მიითვალა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
