ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ზაფხულში დაასრულოს კარიერა. შვედის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ იმოქმედა. იბრას „მილანთან“ კონტრაქტი ზაფხულში მთავრდება და ახლის გაფორმებაზე ჯერ არაფერი ისმის. წელიწადში 7 მილიონი ევრო – ასეთი ხელფასი აქვს შვედს და სერია A-ში ამ მხრივ ათეულშიც არ არის, მაგრამ „მილანში“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი აქვს. ისე, იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა...
ჭდე: შვედეთი
პოლონეთი მწვანეზე
ფიფამ გადაწყვიტა: პოლონეთი პირდაპირ გავიდა ფლეი ოფიდა, რუსეთთან თამაშის გარეშე და მსოფლიო ჩემპიონატზე გაასვლელად ფინალში შეხვდება შვედეთი-ჩეხეთს შორის მოგებულს. ფინალი პოლონეთში 29 მარტს გაიმართება. ფიფა სხვა ფორმატზეც ფიქრობდა: რუსეთის ნაცვლად სლოვაკეთი ჩაესვა, ან პოლონეთ-შვედეთ-ჩეხეთს შორის, სამივეს ერთმანეთთან ეთამაშა და ასე გამოვლენილიყო. თუმცა პირველ ვარიანტზე შეჯერდა.
თუ ვერ აკეთებთ, გააფუჭეთ!
დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით მატჩს შვედეთის ეროვნულ გუნდთან ბათუმში ითამაშებს. ჩვენებისთვის ამ მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მონდიალზე გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დავკარგეთ. დაკარგულია მესამე ადგილიც, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესარჩევი ეტაპის წინ დაუგეგმა. მისია შეუსრულებელია, თუმც ჩვენს გუნდს მხოლოდ კარის...
ზლატანი ბათუმში მოდის
შვედეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ესპანეთთან და საქართველოსთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახა. განაცხადში მოხვდა 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. უბერებელი შვედი მიმდინარე სეზონის სტარტზეც ამტკიცებს, მისთვის ასაკი მხოლოდ საპასპორტო მონაცემია და მეტი არაფერი. ზლატანი ნებისმიერი მეტოქისთვის და მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ვარსკვლავის კიდევ...
პასები, პასები, პასები…
ორშაბათს ევრო 2020-ში ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდებიც ჩაებნენ. მოგეხსენებათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესენი საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. ამჯერად მატჩი უგოლოდ დასრულდა. მაგრამ ესპანელებმა სამი რეკორდი მაინც დაამყარეს. ერთი – შეხვედრის დამთავრებისას, „ფურია როხას“ ბურთის ფლობის 85 – პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკურმა ორგანიზაცია Opta-მ თვლა...
ზლატანს ტოტალიზატორი ამოუქექეს
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთა ემუქრება, რაც, ფაქტობრივად, მისთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ დიდ შვედს (თუმც წარმოშობით ბოსნიელი ბოშაა) მალტის ერთერთ ტოტალიზატორში ინვესტიციის ჩადებას ედავებიან. შვედური გაზეთი Aftonbladet წერს, რომ ზლატანი ბეტ-კომპანია Bethard-ის 10 პროცენტს ფლობს. ამ ფირმას ოფისები ჰქონია მალტაზე. მოგეხსენებათ, ფიფა და უეფა ფეხბურთელებს ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავენ...
შვედეთისთვის დაბალი დონე
შვედეთი-საქართველოს ნაკრების მატჩის წინ მასპინძელთა მწვრთნელმა იან ანდერსონმა და ახალმა კაპიტანმა სებასტიან ლარსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს. შეგახსენებთ, ეს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩია. „იწყება ახალი ეტაპი. ორი ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა. კორონავირუსზე ტესტები ჩავიტარეთ და პასუხები უარყოფითია. თამაშებს შორის მხოლოდ ორდღიანი შუალედი გვაქვს. ამიტომ, როტაციას მივმართავთ. საქართველოსთან წინასწარ მაქვს გადაწყვეტილი, ვინ იქნება ძირითად...
დავით ხოჭოლავას კოვიდი დაუდასტურდა
შვედეთში გამგზავრებამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვს – სავალდებულო კოვიდ-ტესტის შემდეგ დავით ხოჭოლავას დადებითი პასუხი მიუვიდა. შედეგად, ნაკრებმა დღეს მის გარეშე ივარჯიშა. მის ნაცვლად ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახეს, მაგრამ დღეს მას აღარ უვარჯიშია. სულ 24 ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი. გუნდი შვედეთში ამაღამ გაფრინდება…
ღმერთი დაბრუნდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა. როცა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს რას ფიქრობს მისი ოჯახი ნაკრებში დაბრუნებაზე, უცებ ცრემლები წამოუვიდა, თუმც თავი მალევე შეიკავა და თქვა: ღმერთი დაბრუნდა! „როცა ნაკრებიდან წავედი, ჩემი უმცროსი შვილი ვინსენტი ტიროდა. მაგრამ ახლა ყველაფერი დამთავრდა, მე ისევ ნაკრებში ვარ. შინ ორი პატარა ბიჭი მყავს. ისინი ერთთავად ბურთს თამაშობენ. ცოლი ხშირად მირეკავს და მთხოვს,...
იბრა საქართველოსთან
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდში ბრუნდება და, დიდი შანსია, 25 მარტს საქართველოს ნაკრებთან ითამაშოს კიდეც. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა იტალიური მილანის 39 წლის შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის გამოიძახა. შვედების გაფართოვებული შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: კარლ იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი, დანია), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერი, თურქეთი);...









