ჭდე: შვედეთი

Home შვედეთი
ვილის 25 ქართველი
ჩანაწერი

ვილის 25 ქართველი

წლის პირველ მატჩს საქართველო 25 მარტს სტუმრად, შვედეთში გამართავს, სადაც შედგება კიდეც ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი. შვედეთის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთში ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა მისი პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში...

ესპანეთი საქართველოსთვის გაემზადა
ჩანაწერი

ესპანეთი საქართველოსთვის გაემზადა

25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველო, ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო – ეს ნაკრები ერთ ჯგუფში ითამაშებენ. მომავალი მატჩებისთვის პირველმა შემადგენლობა „ფურია როხამ“ გამოაცხადა, რომელიც 28 მარტს საქართველოს თბილისში დაუპირისპირდება. მანამდე კი, შინ ბერძნებს (25 მარტი) და შემდეგ, ისევ შინ, კოსოვოს (31 მარტი) შეხვდება. ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი თამაშისთვის 24 ფეხბურთელი...

ჩანაწერი

დროულად არმოსული სად არის?

რა დროს ესაა და ყოველთვის რომაა ამის დრო, იმაზეა საუბარი… საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სიყვარული ის თემაა, ზამთარ-ზაფხული და შვებულება რომ არ იცის. შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები უთავოდ დარჩა. ვლადიმირ ვაისმა ევროფეხბურთის ფსკერი რომაა, იქ კი გაგვახარა ერთი-ორჯერ, მაგრამ შემოდგომით ისეთი ალიყური ააწნა ქართული ფეხბურთის ქომაგთა თავმოყვარეობას, კარგა ხანი რომ დაგვაჩნდება. რაც არის, არის – წასულებზე...

ჩანაწერი

შვედეთიდან შვედეთამდე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფი ხომ ურთულესი შეხვდა, არანაკლებია – კალენდარი. კალენდარი კი, independent.co.uk-მა გამოაქვეყნა. სეზონს გაზაფხულზე შვედებით ვიწყებთ და შემოდგომაზე შვედებითვე ვამთავრებთ. საწყისი სამი ტური ურთულესი გვაქვს – ექვსი დღის განმავლობაში ვეთამაშებით შვედეთს (სტუმრად), ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს (სტუმრად). სრული კალენდარი ასეთია: I ტური, 25 მარტი: შვედეთი-საქართველო; II ტური, 28...

ალალი იყოს…
ჩანაწერი

ალალი იყოს…

შედგა წილისყრა. მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კარი უკვე ჩაირაზა. არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავა. აქ სხვა ამოცანაა გადასაჭრელი, უფრო რთული. ესპანეთი და შვედეთი ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან. ჩვენს ნაკრებს თუ რამე პრეტენზია აქვს, მათთან ფეხბურთი უნდა ითამაშოს და თუ ფეხბურთთან ერთად, შედეგიც დადებითი იქნება, ალალი იყოს… დაგვრჩა საბერძნეთი და კოსოვო.  ამ...

ჩანაწერი

ოცნებას კაცი არ მოუკლავს…

უეფას შტაბ-ბინაში გამართული მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. არავითარი მოწვეული სტუმრები, ონლაინ რეჟიმი და ორად ორი გამონაკლისი – დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცერემონიაში. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ: ალბათ თითოეული ჩვენგანი ადგენდა ყველაზე სასურველი ქვეჯგუფის ვერსიას და ყველა კალათიდან თითქმის უმჯობესი გუნდი კი გვერგო. დეტალურად...

ზლატანი ბრინჯაოში
ჩანაწერი

ზლატანი ბრინჯაოში

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს დაუდგამენ. ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ეს იქნება პატივის მიგება შვედური ფეხბურთის უდიადესი ფიგურის და მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავისათვის“. ბრინჯაოს 500-კილოგრამიანი მონუმენტი ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ მალმიოში, კლუბ „მალმიოს“ ძველ და ახალ სტადიონებს შორის მდებარე მოედანზე დაიდგმება. 2,7 მეტრი სიმაღლის ფიგურას ბრინჯაოში ჩამოასხამენ. ზლატანმა შვედეთის ნაკრების მაისურით 62 გოლი...

მეთერთმეტედ!
ჩანაწერი

მეთერთმეტედ!

შვედეთის ნაკრები მეთერთმეტედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. „ტრე კრონორმა” დანიაში გამართულ შეჯიბრებაში ტიტული დაიცვა, თუმცა ეს ერთი შეხედვით მოულოდნელობა არც ყოფილა, რადგან ფინალში მას ფავორიტად მიიჩნევდნენ — მეტოქე, შვეიცარია გახლდათ. და მაინც, გამარჯვება იოლად არ მოსულა. სამი პერიოდის ჯამში თამაში ფრედ 2:2 დასრულდა: პირველი პერიოდი — 1:1, მეორე — 1:1, მესამე — 0:0. გოლი არც ოვერტაიმში...