25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველო, ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო – ეს ნაკრები ერთ ჯგუფში ითამაშებენ. მომავალი მატჩებისთვის პირველმა შემადგენლობა „ფურია როხამ“ გამოაცხადა, რომელიც 28 მარტს საქართველოს თბილისში დაუპირისპირდება. მანამდე კი, შინ ბერძნებს (25 მარტი) და შემდეგ, ისევ შინ, კოსოვოს (31 მარტი) შეხვდება. ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი თამაშისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა
მეკარეები დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი), რობერტ სანჩესი („ბრაიტონი“, ინგლისი), უნაი სიმონი („ბილბაო“);
მცველები პედრო პორო („სპორტინგი“, პორტუგალია), ერიკ გარსია („სიტი“, ინგლისი), სერხიო რამოსი („რეალი“), დიეგო ლორენტე („ლიდსი“, ინგლისი), ინიგო მარტინესი („ბილბაო“), ჯორდი ალბა („ბარსელონა“), ხოსე ლუის გაია („ვალენსია“);
ნახევარმცველები სერხიო ბუსკეტსი („ბარსელონა“), როდრიგო („სიტი“, ინგლისი), ტიაგო ალკანტარა („ლივერპული“, ინგლისი), პედრი („ბარსელონა“), მარკოს ლორენტე, კოკე (ორივე „ატლეტიკო“), სერხიო კანალესი („ბეტისი“), ფაბიან რუისი („ნაპოლი“, იტალია);
თავდამსხმელები ხერარდ მორენო („ვილიარეალი“), ფერან ტორესი („სიტი“, ინგლისი), მიკელ ოიარსაბალი („სოსიედადი“), ალვარო მორატა („იუვენტუსი“, იტალია), ბრაიან ხილი („ეიბარი“), დანი ოლმო („ლაიფციგი“, გერმანია).
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
