უნგრეთში ლივერპულზე გაბრაზდნენ

უნგრეთში ლივერპულზე გაბრაზდნენ

უნგრეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იანოშ ჩანკი ამბობს, რომ დომინიკ სობოსლაის ტრავმა „ლივერპულის“ ბრალია. ანდონი ირაოლას უნგრული ფეხბურთის ვარსკვლავი „კრისტალ პალასთან“ შეხვედრაში (3:1) პირველი ტაიმის შემდეგ უნდა გამოეცვალა.

სობოსლაიმ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მუხლი იტკინა. კლუბის ექიმებმა მას მოედნის კიდესთან უმკურნალეს და… ისევ მოედანზე დააბრუნეს. ამ შეხვედრაში ნახევარმცველი 69-ე წუთზე შეცვალეს.

მას შემდეგ უნგრელების ბანაკში არ წყდება ბჭობა, უნდა ითამაშოს თუ არა სობოსლაიმ ხვალ, თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. 26 წლის ვარსკვლავი უროვნული გუნდის შემადგენლობაშია და მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ობიექტია, თუმცა დაბეჯითებით არაფერი გადაწყვეტილა.

ჩანკის ბრალდება თავმოყვარე ლივერპულელებს არ მოეწონათ. მეტიც, მათ არ მოსწონთ, რომ ფეხბურთელი საერთოდ გაემგზავრა ნაკრებში სათამაშოდ. მათ გაახსენდათ ირაოლას ნათქვამი, რომ სობოსლაიმ სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო შეკრების დროსაც იტკინა ფეხი. მოკლედ, მერსისაიდელი გულშემატკივარი პირიქით, ამბობს, რომ ფეხბურთელს ხელს მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი უშლის და ასეთ სიტუაციაში სწორი ნაკრების დადანაშაულება იქნებოდა და არა „ლივერპულის“.

მაინც რა თქვა ჩანკმა ასეთი, რამაც „ლივერპულის“ ფანობა აღარშფოთა?

„გავბრაზდი, – თქვა მან, – პირველ ტაიმში სობოსლაი წაიქცა და მეგონა შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ რას ვხედავ: დაიწყო მეორე ტაიმი და ის კვლავ თამაშობს, თან ნატკენ ფეხზე შავი სახვევი აქვს შემოკრული. და აი, ამის მერე ლივერპულელთა მწვრთნელი მოთქვამს, რომ ფეხბურთელი დაუშავდა. „ლივერპული“ 1:0-ს იგებდა. დაშავებული ფეხბურთელი მაშინვე უნდა შეეცვალათ. ამის ნაცვლად რა გააკეთა ირაოლამ? ფეხი შეუხვია და მოედანზე დააბრუნა… ვერ ვხვდები ასეთი რაღაც როგორ უნდა იკადრო“.
 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.