წინასწარმეტყველება იყო თუ დათარსვა? იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პრეს-კონფერენციაზე დღევანდელი მეტოქის, საფრანგეთის ნაკრების თავკაცს ზინედინ ზიდანს ხუმრობით კილიან მბაპეს დასვენება ურჩია. არავინ იცის წაიკითხა თუ არა მანჩინის სიტყვები ზიდანმა, მაგრამ როგორც გაირკვა „სან სიროზე“ მბაპეს თამაში მართლა საეჭვოა.
„ზიდანს ვურჩევ არ გარისკოს. მბაპე არ ათამაშოს. ასე კილიანი ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის უკეთ შეძლებს მომზადებას, – ღიმილით თქვა მანჩინიმ, მაგრამ იქვე დასძინა, – ფრანგებს თავდამსხმელების ძალიან დიდი არჩევანი აქვთ, თან ყველანი ნიჭიერები არიან. მართლა ძნელია მიხვდე მოედანზე ვისი შეშვება უფრო სწორია, მბაპესი, რომელიმე სხვა ფორვარდის თუ ახლებური შემადგენლობით აჯობებს თამაში. ვიმეორებ, საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში 5-6 თავდამსხმელია და ყველა ბრწყინვალეა“.
მანჩინი ამ დღეს აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო:
„ამაღამ მაიკლ ოლისე რომც გაცივდეს, ამით არაფერი დაშავდება. მეორე მხრივ კი აი, რას გეტყვით: სწორედ ასეთი ძლიერი გუნდებისა და ნიჭიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშია სასიხარულო. სწორედ ეს არის ფეხბურთის სილამაზე“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 08:37მანჩინი: ოლისე რომ გაცივდეს, ამით არაფერი დაშვდება
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:43მაიულუ დიდ ნაკრებში გამოიძახეს
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:07ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
