რეალის ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების 26-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა, მაგრამ ფეხბურთელს დრო უქმად არ დაუკარგავს ― აშშ-ში გაემგზავრა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში კურსი გაიარა. კამავინგამ თავის ინსტაგრამზე დაწერა: „სწავლის, მოსმენისა და ზრდის რამდენიმე დღე. ბედნიერი ვარ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ეს გამოცდილება რომ შევიძინე“. ჰარვარდის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი...
ჭდე: საფრანგეთის ნაკრები
ეს სპონტანური რაიან შერკი
საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავის რაიან შერკის დახასიათებისთვის ყველაზე ზედგამოჭრილი სიტყვა არის „სპონტანური“. ჟორჟ მიქაუტაძის 22 წლის მეგობარი როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა შესამჩნევი ფიგურაა. ასე მაგალითად, ხუთშაბათის ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ფრანგებმა კოტ დ’ივუართან 1:2 წააგეს მან ინდივიდუალური ოსტატობით გოლი გაიტანა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა ისეთი სიტყვები, რომლებმაც უნებურად მიიპყრო ყურადღება. „ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე...
13 მაისს აღარ…
ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ერთ დღეს ასეთი მნიშვნელობა, მაგრამ საფრანგეთში საყურადღებო ამბად იქცა ის, რომ ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიას 13 მაისის ნაცვლად 14 მაისს გამოაქვეყნებს. მიზეზი: „ლანსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-იშ შეხვედრა კალენდრის თანახმად 11 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი ის...
შეთანხმდნენ
„პარიზიენმა’’ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანთან მიაღწია შეთანხმებას და ის საფრანგეთის ნაკრების მიმავალი მწვრთნელი გახდება. მისი სახელი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ბევრჯერ ახსენეს. „ლურჯების’’ ახლანდელი თავკაცი, ფეხბურთელობის წლებში ზიდანის თანაგუნდელი დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან წავა. ზიდანთან მიღწეული შეთანხმების შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ ილაპარაკა, თუმცა...
რეალის ბიჭებმა ჩუამენს უთხრეს…
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი. საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონობასთან ბოლოს ოთხი წლის წინ იყო ახლოს ― ფინალში არგენტინასთან დამარცხდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ პენალტებით. დღეს ფავორიტებად მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას და 2024 წლის ევროპის ჩემპიონ ესპანეთს მიიჩნევენ, მაგრამ საფრანგეთიც რომ ერთ-ერთი ფავორიტთაგანია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. „ლურჯებმა’’...
დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს
დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი...
ბარკოლას ქრონიკული ტრავმა აღმოუჩინეს
ბევრს ეგონა რომ წინა სანაკრებო კვირეულის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია საერთო ენას გამონახავდნენ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა. ეროვნული გუნდის ახალი შეკრების პირველსავე დღეს, 6 ოქტომბერს მხარეებს შორის შუღლი გაძლიერდა. მიზეზი: ბრედლი ბარკოლას ტრავმა. ბარკოლა რომელმაც კვირას პსჟ-ს შემადგენლობაში ლილში ითამაშა და მე-60 წუთზე, როდესაც შეცვალეს, არანაირი პრობლემა არ ეტყობობდა, შატო...
ისლანდიას საფრანგეთთან გოლი არ ჩაუთვალეს
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი შეჯიბრების D ჯგუფში 2:1 მოუგო კერკეტ კაკალს, ისლანდიას, რომელიც შესანიშნავად ორგანიზებული, პრესინგის მიმდევარი, აგრესიული გუნდი გამოდგა. სკანდინავიელები მასპინძლებს მაგრად დაუდგნენ, თუმც ისიც სათქმელია, რომ ბურთის ძირითადად (78%) ფრანგები ფლობდნენ და მომენტებსაც მეტად ქმნიდნენ. ანგარიში ისლანდიამ გახსნა ― 22-ე წუთზე ანდრი გუდიონსენმა მაიკლ ოლისეს შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარში შეაგდო....
სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა და ევროპის ჩემპიონის ესპანეთის შემდეგ, ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთიც დაამარცხა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა, თორნიკე შენგელიასა და კამარ ბოლდუინის ლიდერობით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჩვენმა ნაკრებმა საჭირო გაქცევა მოაწყო და მატჩი 10 ქულით, 80:70 მოიგო. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფინეთს...
დემბელე და დუე 4-6 კვირას გამოტოვებენ
„პარი სენ ჟერმენსა’’ და საფრანგეთის ნაკრებს შორის ურთიერთობა იძაბება. პარიზელთათვის „ლურჯერიბს’’ უკრაინასთან 2:0 გამარჯვება ოსმან დემბელეს მარჯვენა ფეხის ორთავა კუნთისა და დეზირე დუეს მარჯვენა კოჭის ტრავმებმა გადაფარა. დემბელე გუნდს სავარაუდოდ ექვსი, ხოლო დუე ოთხი კვირით დააკლდება. ორი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა ცუდ დროს დაემთხვა, რადგან იწყება ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება და ჯგუფურ ეტაპზე თითოეულს ქულას საგანგებო...









