სენი მაიულუს საფრანგეთის ნაკრებში უხმეს. ეს „პარი სენ ჟერმენის“ 20 წლის ფეხბურთელის პირველი გამოძახებაა. მაიულუ ისედაც კლერფონტენში მყოფებოდა, 21 წლამდელთა ნაკრების ბაზაზე, მაგრამ „ლურჯების“ დიდი გუნდის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მას მცირედით შეუცვალა დისლოკაცია. ფრანგები იტალიასთან სათამაშოდ ემზადებიან.
მაიულუმ, რომელიც, მოგეხსენებათ, პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, ეროვნულ გუნდში აურელიენ ჩუამენი შეცვალა. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს ტრავმის გამო ორშაბათ საღამოს მერე აღარ უვარჯიშია.
საინტერესო რამ დაწერა „პარიზიენმა“. გაზეთის აზრით მაიულუ ზიდანს შესაძლოა ჩუამენის კი არა, თვით კილიან მბაპეს შესაცვლელად დასჭირდეს. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ოთხშაბათს დილით, ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო და გარკვეული არ არის შეძლებს თუ არა ამ საღამოს „სან სიროზე“ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:43მაიულუ დიდ ნაკრებში გამოიძახეს
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:07ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
მთავარი ამბავი11/11/2026 | 08:46ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ
