მოახლოვდა ევროტურნირები და გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, სადაც საქართველოს „იბერია 1999“ წარადგენს. თბილისელთა მეტოქე ესტონური „ფლორა“ იქნება. პირველი მატჩები 7-8 ივლისს არის დანიშნული, საპასუხო კი 15-16 ივლისს გაიმართება.
ქართული გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ითამაშებს. შეგახსენებთ, იბერიამ ზედ ევროტურნირებს წინ მწვრთნელი გუგა ნერგაძე გაათავისუფლა და გავრცელებული ხმებით მის ნაცვლად ანდრეი დემჩენკო დაინიშნება. დემჩენკოს აქამდე ორ ქართულ გუნდში უმუშავია – გორის „დილასა“ და „ბათუმში“.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
