ჭდე: იბერია

Home იბერია
ფამალიკაო კარიერისთვის
ჩანაწერი

ფამალიკაო კარიერისთვის

თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა...

ეროვნული ლიგა დინამო-დინამოთი იწყება
ჩანაწერი

ეროვნული ლიგა დინამო-დინამოთი იწყება

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ საკუთრ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს. პირველი ტურშია ერთი გამორჩეული შეხვედრა – 2 მარტს „ბათუმი“  „აჭარაბეთ არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. I ტური პარასკევი, 28 თებერვალი იბერია – თელავი 20:00 | მიხეილ მესხი – თბილისი შაბათი, 1 მარტი სამგურალი – კოლხეთი 1913 15:00 | წყალტუბო, საფეხბურთო...

დასრულდა
ჩანაწერი

დასრულდა

36-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი თბილსის „იბერია“ გახდა, მეორედ ისტორიაში (პირველად 2018 წელს, მაშინ კლუბს „საბურთალო“ ერქვა). „იბერია“ მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვერცხლის პრიზიორი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა, ბრინჯაოსი – გორის „დილა.“ ესენი და ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი,“ – კონფერენციის ლიგაში მოსინჯავენ ძალებს. პლეი-აუტში „გაგრა“ დაბალლიგელ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება...

იბერია ჩემპიონია
ჩანაწერი

იბერია ჩემპიონია

ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. „იბერიამ“ სტუმრად „გაგრას“ 2:1 სძლია, 74 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუღწეველი გახდა. ეს იბერიელთა რიგით მეორე ჩემპიონობაა ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. პირველად გუნდმა (მაშინ „საბურთალო“ ერქვა) 2018 წელს მოიპოვა ტიტული. ასევე ორ-ორჯერ გაუმარჯვიათ: „ბათუმს,“ „ზესტაფონს,“ „რუსთავსა“ და „ვიტ ჯორჯიას.“ თითოჯერ – „სამტრდიას,“ „დილასა“ და „სიონს.“ ოთხჯერ იპირველა ქუთაისის...

იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი
ჩანაწერი

იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი

ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ტიტულის მთავარი პრეტენდენტის ვინაობა. „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოუგო „ბათუმს“, თუმცა მანამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა. და ვინ აუღო? ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ახლახან 21-წლამდელთა პლეი-ოფში სტუმრად ხორვატ თანატოლებთან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლომის წილი დაიდო ჩვენი ახალგაზდული ნაკრების...

ორი თვის შემდეგ
ჩანაწერი

ორი თვის შემდეგ

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურში გოლების ანტირეკორდიც დამყარდა. მეტოქეებმა ერთურთს მხოლოდ 6 გოლი გაუტანეს, რაც ყველზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში (მანამდე ასეთი მე-12 ტური გახლდათ – 7 გოლი). ლიდერმა „დილამ“ ქულები დაკაგა, შინ „გაგრას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ჯამში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა და უშუალო მდევარ...

სუპერთასი ქუთაისში წავიდა
ჩანაწერი

სუპერთასი ქუთაისში წავიდა

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ისოტრიაში მესამედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული. ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისში ელიტონ ჟნიორის გოლით გახსნეს, მეორე ტაიმში „ტორპედო“ ნინკოვიჩმა ორი ბურთით დააწინაურა. მატჩის მიწურულს დინამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ სუპერთასი „ტორპედოს“ დარჩა....

სუპერთასი დაწყვილდა
ჩანაწერი

სუპერთასი დაწყვილდა

ცნობილი გახდა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები, რომლის წილისყრაც ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. ნახევარფინალები 28 ივნისს გაიმართება – „იბერია“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. გამარჯვებულები ფინალში ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი გულის დასამშვიდებლად მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ – სუპერთასისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი ყველა გუნდზე შესაბამისი ადგილების მიხედვით გადანაწილდება. 28 ივნისი, 20:00 „დავით პეტრიაშვილი არენა“...