
36-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი თბილსის „იბერია“ გახდა, მეორედ ისტორიაში (პირველად 2018 წელს, მაშინ კლუბს „საბურთალო“ ერქვა).
„იბერია“ მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ვერცხლის პრიზიორი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა, ბრინჯაოსი – გორის „დილა.“ ესენი და ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი,“ – კონფერენციის ლიგაში მოსინჯავენ ძალებს.
პლეი-აუტში „გაგრა“ დაბალლიგელ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება (12 დეკემბერს სტუმრად, 16 დეკემბერს შინ), „თელავი“ კი „რუსთავს“ (12 დეკემბერს შინ, 16 დეკემბერს სტუმრად).
ბოლო წლების ტიტულის მუდმივი მაძიებელი – „ბათუმი,“ წლეულს სამეულშიც ვერ მოხვდა და ევროთასებიც მათ გარეშე ჩაივლის. კიდევ უფრო სავალალო დღეშია თბილისის „დინამო.“ გუნდმა ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დაბალი (მე-7) ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო პლეი-აუტის ზონას. ქვეყნის თასის ფინალში კი ქვედალიგელ „სპაერთან“ დამარცხდა და ევროსაგზურიც ვერ მოიპოვა.
დილა 1:2 კოლხეთი
1:0 ვაუტერი (13), 1:1 ახალაძე (60), 1:2 კლიმოვი (68)
გაძევება: დრამე (90+7) – დილა
სამტრედია 0:1 ბათუმი
0:1 ინჯგია (64)
დინამო 0:1 გაგრა
0:1 გიორგი ხარებაშვილი (62)
ტორპედო 1:0 თელავი
1:0 იონსენი (34)
იბერია 1:1 სამგურალი
1:0 ტეიდი (41), 1:1 ლუკა ხორხელი (55)
საბოლოო ცხრილი
[table id=47 /]
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 23, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 19, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 16, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 14, გიორგი ხარებაშვილი (გაგრა), ლუკა ხორხელი, ლევან კუტალია (ორივე – სამგურალი) – 11, გიორგი აბუაშვილი, კირილ კლიმოვი (რუსეთი) (ორივე – კოლხეთი) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
