36-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი თბილსის „იბერია“ გახდა, მეორედ ისტორიაში (პირველად 2018 წელს, მაშინ კლუბს „საბურთალო“ ერქვა). „იბერია“ მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვერცხლის პრიზიორი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა, ბრინჯაოსი – გორის „დილა.“ ესენი და ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი,“ – კონფერენციის ლიგაში მოსინჯავენ ძალებს. პლეი-აუტში „გაგრა“ დაბალლიგელ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება...
