საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ 19 წლის შემტევი ნახეცვარმცველი გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ განაგრძობს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დანიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
მიკელ ჰემერსონი („ვეილეს“ სპორტული დირექტორი): „გიორგი ტაბატაძე ნამდვილი ტალანტია, რაც უფრო ხშირად ვუყურებდით მის თამაშს, მისი შეძენის ინტერესი უფრო და უფრო გვიძლიერდებოდა. ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად გვინდოდა გუნდის გაძლიერება. ვეძებდით მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს და 19 წლის ტაბატაძე ზუსტად ჯდება ჩვენი გუნდის სტრატეგიაში, ის საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია“.
გიორგი ტაბატაძე: „მოხარული ვარ „ვეილეში“ ჩარიცხვით. ეს ორგანიზაციულად გამართული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული კლუბია, რომელიც ზრუნავს თავის ფეხბურთელებზე. დანიის ჩემპიონატიდან ბევრი ფეხბურთელი ევროპის წამყვან ლიგაში განაგრძობს კარიერას, ამიტომ ამ შეთავაზებით დავინტერესდი, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი აქ თამაშს.
მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და მალე ყველას დავანახებ ჩემ შესაძლებლობებს. ჩვენ გვაქვს მიზანი, მე კი ვეცდები ჩემი შანსი გამოვიყენო და ახალ გუნდში კარგი თამაშით გამოვიჩინო თავი“.
გიორგი ტაბატაძემ საქართველოს ეროვნულ ლიგაში „იბერიის“ შემადგენლობაში ბოლო მატჩი გორში, „დილასთან“ (6:0) გამართა, სადაც ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
