საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ 19 წლის შემტევი ნახეცვარმცველი გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ განაგრძობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დანიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მიკელ ჰემერსონი („ვეილეს“ სპორტული დირექტორი): „გიორგი ტაბატაძე ნამდვილი ტალანტია, რაც უფრო ხშირად ვუყურებდით მის თამაშს, მისი შეძენის ინტერესი უფრო და უფრო გვიძლიერდებოდა. ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად გვინდოდა...
