ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო საინტერესო, შეძლებდა თუ არა „დილა“ გალიდერებას. მაგრამ ყველაფერი საპირისპროდ მოხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს გორელებს.
მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ერთ შეხვედრაში ორი დუბლი დაფიქსირდა. თავი იბერიელმა ტაბატაძეებმა გამოიჩინეს – გიორგიმ და იურიმ.
საინტერესოა, რომ მასპინძლებმა თამაში 9 ფეხბურთელით დაამთავრეს, მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს ჯერ გორელთა პორტუგალიელი პედრო მენდეში დაითხოვა მინდვრიდან პირდაპირი წითელი ბარათით, შემდეგ, უკვე 67-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილს უჩვენა მეორე ყვითელი.
შედეგად „იბერიამ“ 48 ქულა მოაგროვა და 4 პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „დილას.“
მეორე „ექვსქულიანი“ წყალტუბოში გაიმართა, სადაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მე-8 ადგილზე მყოფი „სამგურალი“ 4 ქულით უსწრებდა პლეი-აუტის ზონაში მყოფ „გარეჯს“ და თავიდან 2:0 უგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩის მიწურულს სამწუთიან ინტერვალში ორი ბურთი გაუშვა. შედეგად 2:2 და, ცხადია, ქულათა სხვაობა იგივე დარჩა.
„დინამომ“ ფოთში „კოლხეთს“ 3:1 მოუგო და 36 ქულთ „სუფთა“ მესამე ადგილზე დადგა, რადგან მანამდე მასთან თანაბარქულიანმა „ბათუმმა“ შინ „გაგრასთან“ წააგო 1:2. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა თორნიკე მორჩილაძემ.
აი, ბათუმელთაგან კი ახალწვეულმა, 19 წლის ლევან ხოზრევანიძემ ზედიზედ მესამდე მატჩში გაიტანა.
კოლხეთი 1:3 დინამო
0:1 მორჩილაძე (30), 1:1 ლეშჩინსკი (40), 1:2 მორჩილაძე (51), 1:3 სირაძე (90)
დილა 0:6 იბერია
0:1 გიორგი ტაბატაძე (34), 0:2 გიზო მამაგეიშვილი (41), 0:3 გიორგი ტაბატაძე (50), 0:4 იური ტაბატაძე (55), 0:5 იური ტაბატაძე (68), 0:6 ახვლედიანი (85)
გაძევება: მენდეში (45), ანდრონიკაშვილი (67) – ორივე დილა
ტორპედო 1:1 თელავი
1:0 ანდრიჩი (51), 1:1 ჟივიძე (66)
გაძევება: ბაშელეიშვილი (30) – თელავი
ბათუმი 1:2 გაგრა
1:0 ხოზრევანიძე (17), 1:1 პაპუაშვილი (32), 1:2 ბორჟესი (84)
სამგურალი 2:2 გარეჯი
1:0 ვინისიუსი (65), 2:0 ლუკა ხორხელი (80 პენ), 1:2 გოგოლაშვილი (85), 2:2 პაპავა (88)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
