აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურმა ბელგიელ გოტიე ონკლინს დაძაბულ და ხანგრძლივ ბრძოლაში მოუგო – 7:6; 5:7; 6:1. თამაში 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი პირველ სეტში ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა, მაგრამ ორივეჯერ აღადგინა თანაფარდობა, ხოლო ტაი ბრეიკზე ბოლოსკენ იყოჩაღა და 8:6 მოიგო.
ნიკამ მეორე სეტშიც ორი ჩაწოდება დათმო, თუმცა თუ ერთის დაბრუნება მოახერხა, მეორე ვეღარ მოახერხა და ბელგიელმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ბასილაშვილმა ჩამორჩენით დაიწყო მესამე სეტიც – პირველივე ჩაწოდება მეტოქეს გაატანა, მაგრამ შემდეგ მეტოქე უშანსოდ დატოვა და ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო.
კვალიფიკაციის მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰუესლერი იქნება, ვინაც იტალიელი სტეფანო ნაპოლიტანო 6:3; 6:7; 6:4 დაამარცხა.
დღეს შეუდგება საქმეს კიდევ ერთი ქართველი ეკა გორგოძე, რომელიც ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს ეთამაშება. მოგების შემთხვევაში კი, ასევე ბრიტანელ ფრანჩესკა ჯოუნსსა და სლოვაკ ვიკტორია ჰრუნჩაკოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება. აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად სამი მატჩის მოგებაა საჭირო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
