საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი იეგოიანმა ნიდერლანდური ერედივიზიონის „ექსელსიორთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„როდესაც გავიგე, რომ „ვიტესის“ დატოვება შემეძლო, რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკება გავმართე, მათგან საუკეთესო შთაბეჭდილება „ექსელსიორმა“ დატოვა და აქ გადასვლა გადავწყვიტე. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ნდობა ვიგრძენი. ვფიქრობ, რომ ერედივიზიონში სათამაშოდ მზად ვარ, ეს ჩემი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. შეტევაში თამაში მიყვარს, თუმცა, შემიძლია გუნდს დაცვაშიც დავეხმარო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა „ექსელსიორს“ წარმატების მიღწევაში დავეხმარო”, – თქვა 21 წლის ეგოიანმა.
ტრანსფერთან დაკავშირებით ნიდერლადური კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ნილს ვან დეინენმაც ისაუბრა: „ეგოიანთან შეთანხმების მიღწევით და მისი გუნდში მოსვლით ძალიან გახარებულები ვართ. ფანტასტიკური შესაძლებლობების ფეხბურთელია, რაც „ვიტესშიც“ არაერთხელ დაამტკიცა. მჯერა, დიდ დახმარებას გაგვიწევს. მოლაპარაკებების შემდეგ, მან სხვა კლუბებს „ექსელსიორში“ თამაში ამჯობინა, რითაც ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ”.
2024 წელს იეგოიანი „ტვენტედან“ „ვიტესში“ გადავიდა და 2024-25 წლების სეზონში ამ გუნდის ლიდერი იყო – 36 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
„ექსელსიორმა“ ერედივიზიონში თამაშის უფლება გასული სეზონის ბოლო მოიპოვა. ახალი სეზონი კი მათთვის წარუმატებლად დაიწყო – როტერდამელებს ორი ტურის შემდეგ ორივე მატჩი წაგებული აქვთ (0:5 – „ნაიმეგენთან“, 1:2 „ფეინოორდთან“), მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს სტუმრად „უტრეხტთან“ გამართავენ, სადაც შედგება კიდეც დიდი ალბათობით, ეგოიანის დებიუტი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
