ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი

Home ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი ძირითადშია
ჩანაწერი

ბასილაშვილი ძირითადშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საამისოდ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწია. ბასილაშვილმა ნახევარფინალში მასპინძელი პატრიკ კიპსონი ორ სეტში დაამარცხა – 6:3: 6:1. თამაში სულ 56 წუთს გაგრძელდა. ჩვენიანმა კიდევ უფრო მარტივად მოიგო ფინალური მატჩი, სადაც იაპონელ შო შიმაბუკუროს 6:2; 6:1 მოიგო, მაგრამ გამარჯვებისთვის ექვსი წუთით მეტი დასჭირდა, ვიდრე...

ბასილაშვილი ტრავმამ გააჩერა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ტრავმამ გააჩერა

ქართველი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრიუსელში მიმდინარე ATP-ს 250-იან ტურნირზე კარგი ტემპი ჰქონდა აკრეფილი, მაგრამ ტრავმის გამო ტურნირს მერვედფინალში დაემშვიდობა. ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯოვანი პერიკარს ეთამაშებოდა, მაგრამ მხრის ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ამ დროს პირველი სეტი დასრულებული იყო და პერიკარს 7:5 ჰქონდა მოგებული. ნიკამაც ტრავმა ზუსტად მისი გადამწყვეტი ჩაწოდების წინ მიიღო. გეტყვით რომ,...

ბასილაშვილი ნოლემდე არ მიუშვეს
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნოლემდე არ მიუშვეს

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე მასტერსს ძირითადი ბადის პირველ წრეში გამოეთიშა. ჩვენებურმა 36 წლის ხორვატ ვეტერან მარინ ჩილიჩთან 3:6; 6:7 წააგო. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა. ბასილაშვილს პირველივე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და შემდეგში ამის შანსი არც მისცემია. თავის მხრივ, ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა ჩილიჩს, ისიც პირველი სეტის მეორე გეიმში, რომელიც გამოიყენა და არათუ სეტის, არამედ...

ბასილაშვილი შანხაის ძირითადშია
ჩანაწერი

ბასილაშვილი შანხაის ძირითადშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრესტიჟლი ტურნირის, შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მეტოქე დაამარცხა. ჩვენებურმა ჯერ ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, ვისთანაც რამდენიმე დღის წინ ასევე ჩინეთში ჩელენჯერზე დამარცხდა. ამჯერად კი, ავსტრალიელს სამ სეტში – 4:6; 6:3; 6:1 აჯობა და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. ძირითად ბადემდე ამერიკელი ელიოტ სპიცირის დამარცხება იყო საჭირო და ბასილაშვილმა ეს...

ორი ქართველის ორი მარცხი…
ჩანაწერი

ორი ქართველის ორი მარცხი…

ამერიკის ღია პირველობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს დაემშვიდობა. ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერს გაეჯიბრა და 6:7; 5:7 დამარცხდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაი ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთესი იყო. თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მეორე სეტში, მაგრამ მანამდე, სანამ ანგარიში 5:5 იყო. შემდეგ ისევ ჰუესლერმა იყოჩაღა, ზედიზედ ორი გემი და...

ბასილაშვილმა დაიწყო, გორგოძე იწყებს
ჩანაწერი

ბასილაშვილმა დაიწყო, გორგოძე იწყებს

აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურმა ბელგიელ გოტიე ონკლინს დაძაბულ და ხანგრძლივ ბრძოლაში მოუგო – 7:6; 5:7; 6:1. თამაში 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი პირველ სეტში ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა, მაგრამ ორივეჯერ აღადგინა თანაფარდობა, ხოლო ტაი ბრეიკზე ბოლოსკენ იყოჩაღა და 8:6 მოიგო. ნიკამ მეორე სეტშიც ორი ჩაწოდება დათმო,...

ბასილაშვილმა უიმბლდონი მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა უიმბლდონი მოგებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონის“ პირველი წრე წარმატებით გადალახა. ჩვენი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-7 ნომერი იტალიელი ლორენცო მუსეტი იყო. ბასილაშვილმა პირველ და ბოლო, მეოთხე სეტში ბრწყინვალედ ითამაშა. მან მეტოქე უშანსოდ სძლია 6:2 და 6:1. მეორე სეტი ჩვენებურმა 4:6 დათმო. თუმცა, მესამეში იტალიელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და 7:5 მოუგო. მეორე წრეში მეტოქე ისევ იტალიელი იქნება. ამჯერად, ბასილაშვილს...

ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ ძირითად ბადეში ითამაშებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს 1:6; 7:5; 6:2; 6:1 მოუგო. თამაში საინტერესო გამოდგა. ჯერ არგენტინელმა მოიგო მარტივად, შემდეგ ბასილაშვილმა ბრძოლაში გაათანაბრა, თუმცა მერე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ დატოვა. შეგახსენებთ, მანამდე ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ლამას რუიზსა (6:3; 4:6; 6:3) და ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (7:6; 7:6)...

ბასილაშვილს ბოლქვაძე შეუერთდა
ჩანაწერი

ბასილაშვილს ბოლქვაძე შეუერთდა

„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უკვე ორი ქართველი გვყავს. გუშინ გასულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს მარიამ ბოლქვაძე შეუერთდა. ბოლქვაძის მეტოქე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკო იყო, რომელიც ჩვენიანმა 7:5; 6:4 დაამარცხა. მარიამს მაინცდამაინც არ უწვალია. პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-11 გეიმში აართვა და მერე საკუთარიც ჩაწოდებაც აიღო. მეორე სეტიც ჩვენეიანის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უზბეკეთში დაბადებულმა ამერიკელმა მალევე...

ნიკამ მოიგო, საბამ წააგო, მარიამმა გაიგო…
ჩანაწერი

ნიკამ მოიგო, საბამ წააგო, მარიამმა გაიგო…

დაიწყო „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც სამი ჩვენიანიდან ორმა უკვე ითამაშა, ერთიც საქმეში ხვალ ჩაერთვება. ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა. 33 წლის ჩოგბურთელმა საწყის მატჩში ესპანელ პაბლო ლამას რუისს 6:3; 4:6; 6:3 აჯობა. მეორე რაუნდში ნიკას მეტოქე 21 წლის ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგი იქნება, ვინაც ესპანელ პოლ მარტინ ტიფონს სძლია – 6:3, 6:4. საბა...