ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა

ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის 1 000-იანი მასტერსის ტურნირს კვალიფიკაციაშივე დაემშვიდობა.

ჩვენებური პირველივე წრეში მესამე ნომრად განთესილ პორტუგალიელ ხაიმე ფარიას დაუპირისპირდა და 4:6, 4:6 დამარცხდა.

თამაში საათსა და რვა წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს ერთი ბრეიკ პოინტიც არ ჰქონია. აი, პორტუგალიელმა კი 10 შანსი მიიღო, საიდანაც ორი გამოიყენა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.