ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებურმა ოთხსაათიან და ხუთსეტიან ბრძოლაში პორტუგალიელ ენრიკე როშასთან წააგო – 6:7; 6:2; 6:7; 6:2; 2:6. პირველი და მესამე სეტების ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა და ორივე პორტუგალიელმა წაიღო. სამაგიეროდ, ბასილაშვილი მძლავრად გამოიყურებოდა მეორე და მეოთხე სეტებში და ერთნაირი ანგარიშით მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში კი პორტუგალიელის უპირატესობა აშკარა იყო...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი საფრანგეთის ძირითადშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ეს კი 2022 წლის შემდეგ პირველად ხდება. ჩვენიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით სამი მატჩი მოიგო. წინა ორზე უკვე ვწერდით, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ჯეფრი ბლანკანოს 6:2; 6:4 აჯობა. პირველ სეტში ბასილაშვილმა სამი ბრეიკი გაახერხა, ერთიც მასპინძელს დაუთმო და იოლად მოიგო. მეორეში ბასილაშვილმა ისევ ერთი ჩაწოდება დათმო, თავად კი...
ნაბიჯი ძირითად ბადემდე
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის ძირთად ბადეში მოსახვედრად მორიგი ნაბიჯი გადადგა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში მაროკოელი ვალენტინ ვაჩერო ორ სეტში დაამარცხა – 7:6; 6:3. პირველი სეტი არეული გამოდგა: თავიდან ბრეიკით მაროკოელი დაწინაურდა. შემდეგ ბასილაშვილმა იძალა და ახლა თავად გავიდა წინ, თუმც ვაჩერომ იქვე გაათანაბრა. ჩოგბურთელებმა ბრეიკები ერთხელაც გაცვალეს (4:4) და ბოლოს საქმე ტაი...
ბასილაშვილი მასპინძელმა გააჩერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსში მიმდინარე 1 000-იანი მასტერსის ძირითადი ბადის პირველივე წრეში ამერიკელ მარკოს გირონს გაეჯიბრა და ორ სეტში დამარცხდა – 5:7; 6:7 (3:7). მატჩმა საათსა და 50 წუთს გასტანა და ორივე სეტში დაძაბული ბრძოლა იყო. პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩწოდებებს იგებდნენ, მაგრამ ბასილაშვილმა ბოლო, მე-12 გეიმიც დათმო და სეტიც. მეორე სეტის დასაწყისში ბასილაშვილი უკეთ...
ბასილაშვილი მასპინძელზე გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1000-იანი მასტერსზე ითამაშებს. საამისოდ კი ჩვენიანს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იაპონელ იასუტაკა უჩიამას დამარცხება დასჭირდა – 6:4; 3:6; 6:3. მატჩი 2 საათს გაგრძელდა და ჩვენებურის უპირატესობა ნათელი იყო. მხოლოდ მეორე სეტში საკუთარი ჩაწოდების წაგება სეტის წაგებად დაუჯდა. სხვა შემთხვევებში ბასილაშვილი დამაჯერებელი იყო. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 31 წლის ამერიკელი მარკოს ხირონი იქნება, რომელიც...
ბასილაშვილს ძირითადამდე იაპონელი აშორებს
ინდიან უელსის 1000-იან მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი მოგება აშორებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი 6:2; 6:4 დაამარცხა. მატჩში ძირითადად ერთმანეთის შეცდომების ხარჯზე მიმდინარეობდა. ნიკოლოზმა მეტოქეზე ოდნავ ნაკლები შეცდომა დაუშვა. ამასთან, სწორედ საჭირო მომენტში ყოჩაღობდა და ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად ჩაწოდება კი ერთხელ დათმო. მატჩი საათსა და 11 წუთს გაგრძელდა....
ბასილაშვილი დარჩა, ბოლქვაძე გავარდა
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ერთი ქართველი შემორჩა – ნიკოლოზ ბასილაშვილი. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს ალიბეკ კაჩმაზოვს 7:5; 6:4 მოუგო და ახლა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდება. ბასილაშვილი-კაჩმაზოვის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა...
ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს
2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ორივე წარმატებით. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ ხორვატი ანტონია რუჯიჩი დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – მასპინძელი კრუზ ჰიუიტი. ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილი 16 წლის არის და 1 263-ე ჩოგანია. ჩვენებური მეტოქესთან ფავორიტი იყო და მარტივადაც იმარჯვა – 6:1,...
ბასილაშვილი ჩელენჯს მიღმა დარჩა
31 წლის ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ცუდი დროება გრძელდება. ერთ დროს საუკეთესო 20 ჩოგბურთელში მოტრიალე ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის ძირითად ბადეშიც ვერ გავიდა. ჩვენებური კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მსოფლიოს 234-ე ჩოგან ბილი ჰარისსთან 5:7, 1:6 დამარცხდა. არადა, პირველ სეტში ბასილაშვილი მოგებასთან ახლოს იყო და სამმაგი სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერც სეტი მოიგო და შემდეგ მატჩიც ზედ მიაყოლა. შეგახსენებთ,...
ბასილაშვილმა მოიგო
დიდი ხანია სათაურში გამოტანილი სიტყვები არ დაგვიწერია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა 18 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო. ამასობაში კი ბასილაშვილი რეიტინგში კატასტროფულად დაქვეითდა და ახლა არათუ ATP-ს, არამედ ჩელენჯერის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარეობს, სადაც ნიკამ მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში, 6:4, 6:1 სძლია. პირველ სეტში ბასილაშვილმა გადამწყვეტი...









