ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ეს კი 2022 წლის შემდეგ პირველად ხდება.
ჩვენიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით სამი მატჩი მოიგო. წინა ორზე უკვე ვწერდით, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ჯეფრი ბლანკანოს 6:2; 6:4 აჯობა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა სამი ბრეიკი გაახერხა, ერთიც მასპინძელს დაუთმო და იოლად მოიგო. მეორეში ბასილაშვილმა ისევ ერთი ჩაწოდება დათმო, თავად კი მეტოქეს ორი აართვა და ძირითად ბადეში სეტის წაუგებლად გავიდა.
ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში, მოგვიანებით გაირკვევა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
