როლან გაროსზე სენსაციები გრძელდება. დანილ მედვედევისა და იანიკ სინერის შემდეგ ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაემშვიდობა. სერბი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკასთან დამარცხდა – 6:4; 6:4; 3:6; 5:7; 5:7. მატჩი 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩი გამარჯვებასთან ახლოს იყო. 39 წლის ჩოგბურთელმა საწყისი ორი სეტი მოიგო და თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა,...
ჭდე: როლან გაროსი
დიდი სენსაცია პარიზში
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, იტალიელი იანიკ სინერის 30-მატჩიანი მოგებათა სერია საფრანგეთის ღია პირველობაზე მოულოდნელად შეწყდა. სინერი აუტანელი სიცხის გამო თუ სხვა მიზეზით რეიტინგის 56-ე ნომერთან, არგენტინელ ხუან მანუელ ჩერუნდოლოსთან 1/32ფინალში ხუთსეტიან მატჩში დამარცხდა. „როლან გაროსის“ უპირველესი ფავორიტი გამარჯვებისკენ დამაჯერებლად მიიწევდა, მას ორი სეტი უკვე მოგებული ჰქონდა და მესამეც 5:1 მიჰყავდა, მაგრამ… იტალიელი სიცხესა და თავბრუსხვევას უჩიოდა, ამბობდა,...
ის, რაც ბულონის ტყეში მოხდა…
„როლან გაროსის“ ფინალი ისეთი იყო, ვერ დაწერ, ვერ მოყვები… ის უნდა ნახო… ბულონის ტყეში მდებარე „ფილიპ შატრიეს“ კორტის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა უდიდესი სიამოვნება მიიღო. თუმცა, ალბათ არც სურდათ მატჩი დამთარებულიყო. კარლოს ალკარასმა შეუძლებელი შეძლო და ისეთი თამაში შეატრიალა, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა და ტიტული ხუთ სეტში დაიცვა – 4:6; 6:7; 6:4; 7:6; 7:6. 22 წლის...
გაუფის დღე და მეორე ტიტული
2025 წლის „როლან გაროსი“ 21 წლის კოკო გაუფმა მოიგო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა 6:7; 6:2; 6:4 დაამარცხა და დიდი მუზარადის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო. ჩემპიონმა პრიზი ჟუსტუნ ენენ არდენისგან ჩაიბარა. თამაში მართლაც ფინალის დარი გამოდგა. თავიდან საბალენკამ ორი ბრეიკი აიღო და 4:1 დაწინაურდა. თუმცა, კოკომ იქვე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4....
ბასილაშვილი საფრანგეთის ძირითადშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ეს კი 2022 წლის შემდეგ პირველად ხდება. ჩვენიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით სამი მატჩი მოიგო. წინა ორზე უკვე ვწერდით, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ჯეფრი ბლანკანოს 6:2; 6:4 აჯობა. პირველ სეტში ბასილაშვილმა სამი ბრეიკი გაახერხა, ერთიც მასპინძელს დაუთმო და იოლად მოიგო. მეორეში ბასილაშვილმა ისევ ერთი ჩაწოდება დათმო, თავად კი...
ფინალის მეოთხედფინალი
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსსზე“ მონაწილეობა რაფა ნადალთან თამაშის შემდეგ დაამთავრა. ესპანელს კი აქვს შანსი ჯოკოვიჩს „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე ორი ტიტულით გაასწროს. თუმცა, ჯერ იქამდე დროა… დავუბრუნდეთ მეოთხედფინალს, სადაც ნადალმა მეტოქეს ოთხ საათსა და 16 წუთში 6:2; 4:6; 6:2; 7:6 მოუგო. ანგარიშიდანაც ხედავთ, რომ ნადალმა პირველი და მესამე სეტი მარტივად მოიგო (6:2). სოლიდურად იგებდა მეორე...
ბასილაშვილი მაკდონალდსმა შეჭამა
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის „როლან გაროსი“ მეორე წრეში დასრულდა. ჩვენებური საფრანგეთის ღია პირველობას თითქმის უბრძოლველად დაემშვიდობა. ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდი იყო, ვისთანაც სამ სეტში – 3:6; 1:6; 4:6 დამარცხდა. ქართველმა ძალიან ცუდად დაიწყო. პირველ სეტში ბასილაშვილი პირველივე ჩაწოდებაზე დაბრეიკდა. მართალია, მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეშვიდე გეიმში მეტოქეს ქულა ისევ დაუთმო და სეტიც წააგო. კიდევ უფრო...
გორგოძემ როლან გაროსი დაასრულა
ეკატერინე გორგოძე „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ფრანგი ოკეან ბაბელს შეხვდა და 6:1; 4:6; 4:6 დამარცხდა. არადა, დასაწყისი ჩვენებურს ცუდს არაფერს უქადდა – პირველი სეტი გორგოძემ მძლავრად დაიწყო, 4:0 დაწინაურდა და სეტი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. მეორე სეტიც გორგოძის უპირატესობით დაიწყო: ჯერ ერთი ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ იქვე დათმო. შემდეგ მეორეჯერაც იხეირა, მაგრამ ზედიზედ წააგო...
ბასილაშვილი ერთი სეტით გავიდა
ქართველი ჩოგბურთელი ჟენევის საერთაშორისო ტურნირში ჩაება და პირველი წრე მარტივად გაირა. ჩვენებურის მეტოქე არგენტინელ ფაკუნდო ბანგისი იყო. ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, შემდეგ კი, არგენტინელმა მატჩი შეწყვიტა. ბასილაშვილი მეორე წრეში ესპანელ ანდუჰარსა და პორტუგალიელ სოუზას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჟენევის ტურნირის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსის“ ტურნირში ჩაებმება.
ნოვაკ აუცრელი
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯიუტად აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებს, თუნდაც ამ ფაქტმა მის კარიერაზე იმოქმედოს. ნოლე გაიძახის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარო. მაგალითად კი, ბავშვობაში გაკეთებული აცრები მოჰყავს, მაგრამ თავისუფლებას „აწვება“. „ანტივაქსერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვიყავი თავისუფლების მომხრე და ვეხმარებოდი ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რას მისცემს საკუთარ სხეულს“, – ამბობს...









