2025 წლის „როლან გაროსი“ 21 წლის კოკო გაუფმა მოიგო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა 6:7; 6:2; 6:4 დაამარცხა და დიდი მუზარადის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო.
ჩემპიონმა პრიზი ჟუსტუნ ენენ არდენისგან ჩაიბარა.
თამაში მართლაც ფინალის დარი გამოდგა. თავიდან საბალენკამ ორი ბრეიკი აიღო და 4:1 დაწინაურდა. თუმცა, კოკომ იქვე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4. გაუფი ჩაწოდებაზე იქვე შეცდა, მაგრამ პასუხიც მყისიერად გასცა, მატჩის გადაყვანა ტაი ბრეიკზე მოახერხა, სადაც 3:0 დაწინაურდა, მაგრამ სეტი მაინც დათმო.
მეორე სეტში გაუფი ბევრად უკეთ ათამაშდა და პირველ ჩოგანს შანსი არ დაუტოვა.
გადამწვეტ სეტში ამერიკელი თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ არინა არ დანებდა და გაათანაბრა. თუმცა, გაუფის დღე იყო და …
9 ივნისს, „როლან გაროსის“ კაცთა ფინალში იანიკ სინერი კარლოს ალკარასს შეხვდება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
