2025 წლის „როლან გაროსი“ 21 წლის კოკო გაუფმა მოიგო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა 6:7; 6:2; 6:4 დაამარცხა და დიდი მუზარადის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო. ჩემპიონმა პრიზი ჟუსტუნ ენენ არდენისგან ჩაიბარა. თამაში მართლაც ფინალის დარი გამოდგა. თავიდან საბალენკამ ორი ბრეიკი აიღო და 4:1 დაწინაურდა. თუმცა, კოკომ იქვე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4....
ჭდე: კოკო გაუფი
ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს
„როლან გაროსზე“ ყველაფერი დალაგდა – ორივე ერთეულთა ფინალში ფავორიტები ითამაშებენ. კაცებში ამის უფლება იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მიიღეს. სინერმა მძიმე ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:4; 7:5; 7:6. ყველა სეტში მაგარი ბრძოლა იყო. პირველში საქმე ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში ჯოკოვიჩმაც მოახერხა იტალიელისთვის ჩაწოდების წართმევა, მაგრამ სინერმა ეს ორჯერ მოახერხა. მესამეში საკუთარი ჩაწოდება არც ერთს...
გაუფის ამერიკა
კოკო გაუფი US OPENის გამარჯვებულია! 19 წლის ამერიკელმა ფინალში 25 წლის ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში – 2:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგო. არადა, პირველი სეტია საბალენკასი იყო. ბელარუსმა გაუფს სამი ჩაწოდება აართვა და მარტივად იმარჯვა, მაგრამ… მეორე სეტში კოკომ ანგარიში გაათანაბრა. ამერიკელმა მოსაგებად ერთი ბრეიკი იკმარა. მესამე კი, პირველი...
ამერიკაში მასპინძლები აქტიურობენ
ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, მეოთხედფინალისტების ნახევარი ცნობილია. კაცებში განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობენ, სამი მათგანი რვა საუკეთესოში მოხვდა და მინიმუმ ერთს ნახევარფინალშიც ვიხილავთ. ფრენსის ტიაფომ ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა მარტივად დაამარცხა – 6:4, 6:1, 6:4; ასევე სამ სეტში მოიგო ტეილორ ფრიტცმა, ვინაც შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერს სძლია – 7:6, 6:4, 6:4; ბენ შელტონმა კი, თანამემამულე...
არინა მოწოდებაზე ურევს
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა კოკო გაუფმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის მიმდინარეობისას კი ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 33 ორმაგი შეცდომა დაუშვა (საბალენკა 18, გოფი 15), რაც იშვიათი ამბავია, ერთგვარი ანტირეკორდიც. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 4 მატჩში დაუშვა 15 ან მეტი ორმაგი შეცდომა...




