ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, მეოთხედფინალისტების ნახევარი ცნობილია.
კაცებში განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობენ, სამი მათგანი რვა საუკეთესოში მოხვდა და მინიმუმ ერთს ნახევარფინალშიც ვიხილავთ.
ფრენსის ტიაფომ ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა მარტივად დაამარცხა – 6:4, 6:1, 6:4; ასევე სამ სეტში მოიგო ტეილორ ფრიტცმა, ვინაც შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერს სძლია – 7:6, 6:4, 6:4; ბენ შელტონმა კი, თანამემამულე ტომ პოლს ოთხ სეტში მოუგო – 6:4, 6:3, 4:6, 6:4;
მეოთხედფინალშია ტურნირის ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩიც. სერბმაც მარტივად მოუგო ხორვატ ბორნა გოიოს – 6:2, 7:5, 6:4. ჯოკოვიჩმა წლეულს ყველა „დიდი მუზარადის“ მეოთხედინალში გააღწია, ამერიკაში კი, ეს მეცამეტედ გააკეთა.
კიდევ ოთხის ვინაობა ამაღამ გაირკვევა. ქალთა შორის მოულოდნელად წააგო პირველმა ჩოგანმა იგა შვიონტეკმა. პოლონელს ლატვიელმა ელინა ოსტაპენკომ მოუგო – 3:6, 6:3, 6:1 და მომავალი ორშაბათიდან რეიტინგის პირველი საფეხურიდან ჩააჩოჩებს. აღსანიშნავია, რომ შვიონტეკისთვის ოსტაპენკო გადაულახავი ბარიერია – ბალტიისპირელმა ოთხივე დაპირისპირება მოუგო. ოსტაპენკო ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში სულაც პირველად გავიდა.
ამერიკელის გარეშე არც ქალთა მეოთხედფინალი ჩაივლის – კოკო გაუფმა დიდ ჩოგბურთში დაბრუნებული, ერთ დროს პირველი ჩოგანი და ავსტრალიის ღია პირველობის მომგები დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა. რუმინელმა სორანა კირსტეამ შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს 6:3, 6:3 სძლია, ხოლო კაროლინა მუხოვამ ჩინელ სინიუნ ვანგს – 6:3, 5:7, 6:1. სრულად მეოთხედფინალები, აქაც ამ ღამით დაკომპლექტდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
