
ბუკმეკერებმა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულზე ფსონების მიღება დაიწყეს და ჩანს, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის ფავორიტი „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი არის. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება. ჩვენთვის რაოდენ გასაკვირის უნდა იყოს პრეტენდენტთა სამეულში არ არის ხვიჩა კვარაცხელია,სამაგიეროდ არიან ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალი და „რეალის“ უტიტულო თავდამსხმელი კილიან მბაპე. ხვიჩას და ასევე ბარსელონელი როდრის შანსები კი 8.5 კოეფიციენტით არის შეფასებული.
ოქროს ბურთის ნომინანტების 30-კაციან სიას „ფრანს ფუტბოლი“ 8 სექტემბერს გამოაცხადებს. დაჯილდოების ცერემონია კი 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.
1. ჰარი კეინი – 1.55
2. ლამინ იამალი – 5.00
3. კილიან მბაპე – 6.50
4-5. როდრი – 8.50
4-5. ხვიჩა კვარაცხელია – 8.50
6-10. ლიონელ მესი – 23.00
6-10. ფაბიან რუისი – 23.00
6-10. უსმან დემბელე – 23.00
6-10. მაიკლ ოლისე – 23.00
6-10. ჯუდ ბელინგემი – 23.00
დანარჩენები – 46.00-დან
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
