ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, მეოთხედფინალისტების ნახევარი ცნობილია. კაცებში განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობენ, სამი მათგანი რვა საუკეთესოში მოხვდა და მინიმუმ ერთს ნახევარფინალშიც ვიხილავთ. ფრენსის ტიაფომ ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა მარტივად დაამარცხა – 6:4, 6:1, 6:4; ასევე სამ სეტში მოიგო ტეილორ ფრიტცმა, ვინაც შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერს სძლია – 7:6, 6:4, 6:4; ბენ შელტონმა კი, თანამემამულე...
